Transport and Telecommunication Institute TSI – Latvia

თუ დაინტერესებული ხარ კომპიუტერული ინჟინერიისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკების შესწავლით, LEAF გთავაზობს თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ უნივერსიტეტს Transport and Telecommunication Institute ლატვიაში, რიგაში.
 
TSI დაარსდა 1999 წელს. ამჟამად არის ერთადერთი კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლატვიაში. ყველა სასწავლო პროგრამა ტარდება ორ ენაზე ლატვიურ და ინგლისურ ენაზე. კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა 8900-ზე მეტია.

TSI-მ მიიღო მუდმივი აკრედიტაცია ლატვიაში, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
 
მას წამყვანი პოზიცია უკავია ლატვიის უნივერსიტეტების რეიტინგში მაგისტრატურის კურსდამთავრებულების შემოსავლის მიხედვით.
 
უნივერსიტეტი ბიზნეს პარტნიორების ჩართულობით სხვადასხვა სასწავლო დაფინანსებას გთავაზობს. ასევე, ორმაგი ხარისხის პროგრამებს UWE Bristol-თან ერთად და საერთაშორისოდ აღიარებულ უმაღლესი განათლების ხარისხს.
 
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:

  • კომპიუტერული მეცნიერება (ორმაგი ხარისხი)
  • რობოტიკა
  • ხელოვნური ინტელექტი
  • სატრანპორტო და ბიზნეს ლოჯისტიკა
  • საავიაციო ინჟინერია
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • სატელეკომუნიკაციო სისტემები
  • ელექტრონიკა

 
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

  • მონაცემთა ანალიზი და ხელოვნური ინტელექტი (ორმაგი ხარისხი)
  • საავიაციო მენეჯმენტი (ორმაგი ხარისხი)
  • საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
  • პროგრამული ინჟინერია
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • ელექტრონიკა

 
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური შეადგენს საშუალოდ 3500 ევროს წელიწადში. სამაგისტრო პროგრამებისთვის სწავლის საფასური – 4500 ევროს წელიწადში. ხოლო დოქტორანტურა – 5000 ევრო წელიწადში.
გარდა აკადემიური პროგრამებისა, TSI ასევე აწარმოებს კვლევებს ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში. უნივერსიტეტს აქვს პარტნიორობა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ინსტიტუტთან, მათ შორის ევროკავშირთან და გაეროსთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://tsi.lv/

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School

Macromedia University

CBS International Business School Cologne

Franklin College