WSB Merito University -ის ისტორია 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და დღეს პოლონეთის 11 დიდ ქალაქშია განთავსებული.
მათი პროგრამები, პირველ რიგში, მიმართულია მათთვის, ვისაც სურს მუშაობა და სწავლა ერთდროულად, რასაც ხელს უწყობს სალექციო კურსების სწორი დაგეგმარება უნივერსიტეტის მიერ.
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად მორგებულია სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს და მიყვება მის განვითარებას, იგეგმება ინდუსტრიის ექსპერტებთან პარტნიორობით და გათვალისწინებულია მათი შეხედულებები სტუდენტებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა თუ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის შესახებ, რათა კურსდამთავრებულები მჭიდროდ აკმაყოფილებენ დამსაქმებლების მოთხოვნებს და მზად იყვნენ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციონირებისთვის;
სალექციო კურსებს უძღვებიან წარჩინებული აკადემიკოსები, წარმატებული მეწარმეები და სფეროს პროფესიონალები;
ლექსიები მიმდინარეობს სრულად აღჭურვილ სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში;
სტუდენტებს აქვთ მუდმივი წვდომა ონლაინ სასწავლო რესურსებზე Moodle პლატფორმის მეშვეობით;
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ღირებული სამუშაო გამოცდილება უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების მიერ ორგანიზებული სტაჟირებების, პრაქტიკული მომზადებისა და ტრენინგების მეშვეობით.
WSB Merito University გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:
- კომპიუტერული მეცნიერება
- ინჟინერია
- ინგლისური ფილოლოგია
- ფინანსები და ბუღალტერია
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
- საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესში
- საერთაშორისო ვაჭრობა
- ლოგისტიკა
- მენეჯმენტი
- ტურიზმი
WSB Merito University გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:
- ადმინისტრაცია
- ბიზნესის მენეჯმენტი
- ფინანსები და ბუღალტერია
- ლოგისტიკა
- მენეჯმენტი
- მენეჯმენტი და სამართალი
Merito Group of Universities (WSB Merito + DSW)
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.merito.pl/english/our-offer/bachelors-degree/programs