სწავლა ესპანეთში
➡️რატომ უნდა აირჩიო ესპანეთი?
ესპანეთი ყოველწლიურად ათასობით საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს. ამის მიზეზია მაღალი ხარისხის ევროპული განათლება, ბიუჯეტური საფასური და მეგობრული, მრავალფეროვანი გარემო. გარდა ამისა, ესპანური ენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია – ესპანურენოვანი განათლება გეხმარება კარიერულ წარმატებაში ევროპასა და აშშ-შიც.
➡️განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში
🔶სახელმწიფო უნივერსიტეტების უპირატესობები:
ესპანეთის უმაღლესი განათლება ეკუთვნის ბოლონიის სისტემას – რაც ნიშნავს, რომ დიპლომი აღიარებულია მთელს ევროკავშირში. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედებს ოფიციალური პროგრამები (título oficial), რაც დამსაქმებლებისთვის და სხვა უნივერსიტეტებისთვის არის ხარისხის გარანტია.
🔶ფასები თუ ისწავლით ესპანურ ენაზე ესპანეთის სახელმწიფო უნინვერსიტეტებში:
- ბაკალავრიატი: €750–€3,000 წელიწადში
- მაგისტრატურა: €1,000–€3,500 წელიწადში
სწავლის საფასური დამოკიდებულია უნივერსიტეტზე, ფაკულტეტზე და რეგიონზე. მიუხედავად ამისა, ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია დასავლეთ ევროპაში.
🔶ენის მოთხოვნა:
სახელმწიფო პროგრამების უმეტესობა ესპანურადაა, ამიტომ სტუდენტებს მოეთხოვებათ მინიმუმ B2 დონის ცოდნა (დადასტურებული DELE/SIELE სერტიფიკატით).
➡️როგორ ხდება ჩარიცხვა
ბაკალავრიატის ხარისხი როგორც წესი 3 ან 4-საფეხურიანი პროგრამაა, ხოლო მაგისტრატურა – 1 ან 2 წლიანი. სწავლების ენა უმეტეს პროგრამაზე ესპანურია, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ესპანური უნივერსიტეტი იღებს საერთაშორისო სტუდენტებს – აუცილებელია მხოლოდ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლა.
🔶საბაკალავრო პროგრამაზე:
- სკოლის დიპლომის „ჰომოლოგაცია“ – ესპანური განათლების სისტემის მიერ მისი ოფიციალური აღიარება.
- UNEDasiss / PCE გამოცდები (საგნობრივი ტესტები, რაც აუცილებელია კონკრეტული მიმსრთულებებისთვის).
- საბოლოოდ, გამომდინარეობს საერთო ქულა (nota de acceso), რომლის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში.
🔶სამაგისტრო პროგრამაზე:
- საჭირო დოკუმენტები: ბაკალავრატის დიპლომი, ნიშნების ამონაწერი, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილები, ენის სერტიფიკატი.
- განაცხადი იგზავნება უშუალოდ უნივერსიტეტში ან აპლიკაციის პლატფორმაზე.
- ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დიპლომის აღიარება ან პროფესიული გამოცდილების მითითება.
➡️University Pathway Program
– მომზადება ესპანური სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
სტუდენტებისთვის, რომლებიც ჯერ არ ფლობენ ესპანურს ან სურთ საფუძვლიანად მოემზადონ, Pathway Program საუკეთესო გზაა.
🔶პროგრამის სტრუქტურა:
- ინტენსიური ესპანური ენის კურსი
- საგნობრივი მომზადება გამოცდებისთვის
- მხარდაჭერა დოკუმენტაციაში, აპლიკაციებში, ვიზასა და საცხოვრებლის საკითხებში
ამ სრული მომსახურების და University Pathway Program-ის ხანგრძლიობა 10 თვე და ღირებულება 7.900 €
მოსამზადებელი პროგრამა ხორციელდება გალისიაში ვიგოში ან მადრიდში, რის შემდეგაც ესპანეთის ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ უნივერსიტეტში ჩაბარებას განსაკუთრებით ხელმისაწვდომ ფასად.
ვიგოში ცხოვრება გაცილებით ბიუჯეტურია, ვიდრე მადრიდში.
🔶რატომ არის კარგი Pathway პროგრამის გავლა:
სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიუჯეტურად სწავლისთვის ერთ წლიანი University Pathway Program-ის გავლაა საჭირო, სადაც შეძლებთ:
ისწავლოთ ესპანური ენა ნულიდან და ჩაერთოთ კულტურულ აქტივობებში,
მოემზადოთ ესპანურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის.
წარმართოთ საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესი ბაკალავრიატ / მაგისტრატურაზე ჩაბარებისთვის.
ასევე გთავაზობთ სრული დოკუმენტაციის ორგანიზებას და დახმარებას:
ესპანური სტუდენტური ვიზის მიღება,
საცხოვრებლის, საბანკო თუ ჯანდაცვის საკითხების ორგანიზება,
საბუთების მოწესრიგება და აღიარება ესპანური სისტემით,
ინტერესის მიხედვით უნივერსიტეტის მოძიება და ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სააპლიკაციო პროცესი უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარანტიით
აკადემიური კონსულტაციები და კულტურულ ადაპტაციაში დახმარება, 24 საათიანი საკონტაქტო პირით.
University Pathway Program 10თვე და ღირებულება 7.900 €
Language Intensive Spanish course
Cultural learning activities outside the classroom
Adaptation and Integrate with local students
ამ ფასში ასევე შედის:
Academic assessment and counselling
Admission to the Spanish LCA pathway program
Student Visa application support
Accommodation search and booking assistance
Private health and accident insurance
Support with legalization of required documents
Airport pick-up
Welcome pack: city guide, public transportation card, SIM card
City and Campus tour
Spanish bank account opening
Residence permit procedure
24/7 emergency contact
Follow-up on academic progress
Counselling in choosing the future university and field of study
Homologation of prior education at the Ministry of Education
UNEDasiss registration and enrollment
University application between 50 public universities.
უცხოელი აბიტურიენტებისთვის ესპანეთში ჩარიცხვის პროცესი შეიძლება საკმაოდ კომპლექსური ჩანდეს: საჭიროა ენის ცოდნა, საბუთების თარგმნა და აღიარება, გამოცდების ჩაბარება, ვიზაზე ზრუნვა და ახალ გარემოსთან შეგუება. სწორედ ამაში ეხმარება ე.წ. University Pathway Program – სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ესპანურ უნივერსიტეტებში სწავლა. Pathway პროგრამა მომზადების ერთწლიანი კურსია, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტს მიაღწიოს ყველა იმ მოთხოვნასა და უნარს, რაც უნივერსიტეტში წარმატებით ჩარიცხვასა და სწავლის დაწყებისთვის არის საჭირო.
🔶როცა სტუდენტი Pathway კურსს გადის, ადგილზე მყოფი განათლების კონსულტანტები გზადაგზა დახმარებას უწევენ ყველა პროცედურის გასავლელად. პროგრამის თანამშრომლები უხსნიან სტუდენტს, რა ფორმების შევსებაა საჭირო, რა ვადები და მოთხოვნებია კონკრეტული უნივერსიტეტებისაგან, ეხმარებიან ონლაინ რეგისტრაციებში, დოკუმენტების შეკრებასა და გაგზავნაში და ა.შ. მაგალითად, Pathway ცენტრი სტუდენტთან ერთად აკომპლექტებს საბუთების პაკეტს უნივერსიტეტებში გასაგზავნად – ამოწმებს, აქვს თუ არა ყველა საჭირო თარგმანი, სწორი ნოტარიული დამოწმება, ავსებს განაცხადის ფორმებს ესპანურად.
🔶Pathway პროგრამის მონაწილეებს ინდივიდუალური მენტორი ეხმარებათ თითოეული ნაბიჯის დროს – იქნება ეს UNEDasiss-ზე რეგისტრაცია, თუ კონკრეტული უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე აპლიკაციის შეტანა.
🔶გარდა ამისა, Pathway პროგრამები უდიდეს მხარდაჭერას უწევენ სტუდენტებს ვიზისა და საცხოვრებლის საკითხებში. ისინი კონსულტაციას უწევენ, როგორ გააგრძელოს ბინადრობის ნებართვა ესპანეთში სწავლის გაგრძელებისას. ფაქტობრივად, თუ სტუდენტი Pathway კურსით უკვე იმყოფება ესპანეთში სტუდენტური ვიზით, პროგრამა დაეხმარება ვიზის გახანგრძლივებაში ისე, რომ მას სამშობლოში დაბრუნება აღარ მოუწიოს უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე.
🔶იგივე ითქმის საცხოვრებელზე – Pathway პროგრამები ხშირად უზრუნველყოფენ სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილის პოვნაში დახმარებით. ბევრ ცენტრს საკუთარი საერთო საცხოვრებელი ან პარტნიორი ბინების ქსელი აქვს.
🔶სოციალური და კულტურული ადაპტაცია: Pathway პროგრამის ცალკე უპირატესობაა, რომ სტუდენტს ეძლევა ადაპტაციის პერიოდი უშუალოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე. ამ თვეების განმავლობაში, ინტენსიურ ენის შესწავლის პარალელურად, ცენტრები აწყობენ კულტურულ ღონისძიებებს, ექსკურსიებს, რათა უცხოელმა თავი კომფორტულად იგრძნოს ახალ გარემოში, შეიძინოს მეგობრები, შეეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას ესპანეთში. ასევე Pathway პროგრამის თანამშრომლები ეხმარებიან სტუდენტებს ყოველდღიურ საკითხებში: ბანკში ანგარიშის გახსნა, სამედიცინო დაზღვევის გაფორმება, სატრანსპორტო ბარათის აღება და ა.შ., რაც აუცილებელი ბიუროკრატიული ამოცანებია ახალ ქვეყანაში.
➡️სტუდენტური ცხოვრება ესპანეთში
ესპანეთში სტუდენტური ცხოვრების ღირებულება შედარებით დაბალია. საცხოვრებლების ფასები იწყება 350 ევროდან და დამოკიდებულია ქალაქზე, კვება კი განსაკუთრებით ბიუჯეტურია ყველა ქალაქში.
მაგალითად, მადრიდსა და ბარსელონაში თვეში საშუალო ხარჯი 800-1,200 ევროს ფარგლებში მერყეობს. სხვა ქალაქებში, მაგალითად გრანადაში ან ვალენსიაში, თვიური ხარჯი 600-800 ევროს ფარგლებშია.
➡️სამუშაო უფლება:
სტუდენტური ვიზის შემთხვევაში უფლება აქვთ იმუშაონ კვირაში 20 საათამდე, რაც კარგია როგორც ფინანსურად, ისე გამოცდილებისთვის.
➡️კარიერული პერსპექტივა
დასაქმება:
უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი ესპანეთში 83%-ს აჭარბებს
სახელმწიფო უნივერსიტეტები მჭიდროდ თანამშრომლობენ კომპანიებთან, როგორიცაა:
▪ Inditex (Zara)
▪ Telefonica
▪ Santander
▪ BBVA
მრავალ სასწავლო პროგრამაში შედის პრაქტიკული სწავლება და სტაჟირება კომპანიებში, რაშიც უნივერსიტეტი გეხმარებათ.
➡️საერთაშორისო პარტნიორობა:
უნივერსიტეტები აქტიურად მონაწილეობენ Erasmus+ პროგრამებში, რაც გაძლევს შანსს ისწავლო სხვა ქვეყანაში დროებით და განივითარო საერთაშორისო კავშირები.
➡️საჯარო უნივერსიტეტი თუ კერძო უნივერსიტეტში ესპანეთში?
🔶სახელმწიფო უნივერსიტეტების უპირატესობები:
- დაბალი ღირებულება
- სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ხარისხი
- ძლიერი აკადემიური რესურსები
- მაღალი რეიტინგები
🔶კერძო უნივერსიტეტების დადებითი მხარეები:
- საერთაშორისო გარემო
- ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა
- კლასებში პატარა ჯგუფები
- ინდივიდუალური მიდგომა
- საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი
ფასები კერძო უნივერსიტეტებში €8,000 – €25,000-მდეა წელიწადში, მაშინ როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში €750 – €3000 ფასებში მერყეობს.
✅ესპანეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ნიშნავს:
- ხელმისაწვდომ განათლებას
- აკადემიურ ხარისხს და ევროკავშირის აღიარებას
- Pathway-ის მეშვეობით ეფექტურ ჩარიცხვას
- კარიერულ მხარდაჭერას და სტაჟირებებს
- კულტურულად მდიდარ სტუდენტურ გამოცდილებას
ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების უმრავლესობა სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებია. განსაკუთრებით ორი academic ცენტრი იკვეთება – მადრიდი და ბარსელონა.
ესპანეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ინვესტიციაა, რომელიც მაღალპროფესიონალური ცოდნითა და კარიერული შესაძლებლობებით დაგიბრუნდებათ.
თუ გსურს ევროპული ხარისხის, მაგრამ ხელმისაწვდომი განათლება და გლობალური კარიერული შესაძლებლობები – ესპანეთი შენი სტარტია.
განათლების ცენტრი LEAF ესპანელ პარტნიორებთან ერთად მზადაა დაგეხმაროს ამ პროცესში სრულიად უფასოდ.