C3S Business School

CS | Castelldefels School of Social Sciences | Learn Spanish & English Abroad

ბარსელონას მზიანი ქალაქი და ინოვაციური იდეებით სავსე სტუდენტები – სწორედ აქ, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ქალაქში, მდებარეობს C3S Business School. უნივერსიტეტი, რომელიც არ გთავაზობს უბრალოდ დიპლომს – გთავაზობს გზას რეალურ კარიერამდე.

📍 მდებარეობა – ბარსელონა, ესპანეთი

C3S Business School მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ბარსელონაში.
აქ სწავლა ნიშნავს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ყოველდღიურ კავშირს ინოვაციასთან, სტარტაპებთან და მრავალკულტურულ ბიზნესგარემოსთან.
ბარსელონა არის ადგილი, სადაც განათლება, კარიერა და ცხოვრება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

🎓 პროგრამები და სწავლება

C3S გთავაზობთ სხვასხვა პროგრამებს, ყველა პროგრამა ისწავლება ინგლისურად და გათვლილია საერთაშორისო სტუდენტებზე.

პროგრამების მიმართულებები:

  • Business & Management
  • Hospitality and Tourism
  • Logistics & Supply Chain
  • Information Technology & Business Computing
  • International Marketing and Finance 

ბაკალავრიატის პროგრამები გრძელდება დაახლოებით 3 წელი, მაგისტრატურა — 1 წელი.
სწავლების სტილი თანამედროვეა: თეორია და პრაქტიკა ერთად, ხოლო თითოეული მოდული რეალური ბიზნესქეისების ირგვლივაა აგებული.

💡 ინოვაციური სწავლების მეთოდები


აქ სტუდენტები არ ისმენენ მხოლოდ ლექციებს – ისინი ქმნიან სტარტაპ იდეებს, ერტვებიან მენეჯმენტის დავალებებში და მონაწილეობენ სიმულაციურ ბიზნეს შეჯიბრებში.
პროფესორები არიან ბიზნეს ინდუსტრიებიდან – მენეჯერები, მარკეტინგის ლიდერები, ფინანსისტები.
მათი მიზანია არა მხოლოდ ასწავლონ, არამედ გაუზიარონ გზა, რომელიც თავად გაიარეს.

სწავლების სისტემა ეფუძნება “learning by doing” პრინციპს- რადგან ბიზნესს ვერ ისწავლი მხოლოდ წიგნიდან.

🌆 სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი

C3S-ის სტუდენტური ცხოვრება ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად ბარსელონა.
40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტები ქმნიან მეგობრულ, მულტიკულტურულ და ინოვაციურ გარემოს.
წელიწადში რამდენჯერმე იმართება კულტურული ფესტივალები, სტუდენტური პრეზენტაციები და ბიზნეს ღონისძიებები.

კამპუსი მდებარეობს ქალაქის გულში, ახლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კაფეებთან და ოფისებთან.
უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს საცხოვრებლის მოძიებაში – იქნება ეს სტუდენტური რეზიდენცია თუ აპარტამენტი ქალაქის ცენტრში.
ბარსელონაში ცხოვრების საშუალო ხარჯი სტუდენტისთვის თვეში დაახლოებით €800–€1000-ია, რაც მოიცავს ბინას, ტრანსპორტს და საკვებს.

🤝 პარტნიორობა და სტაჟირება

C3S-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა კავშირები ინდუსტრიასთან.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:
Xerox, Nanopharm, PathXL, A2 Hotels, aiMark, Majestic Hotel & Spa, W Barcelona და სხვები.
სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება რეალურ ბიზნესგარემოში და მონაწილეობა მიიღონ ცოცხალ პროექტებში.
ბიზნესის, მარკეტინგის და ტურიზმის მიმართულებების სტუდენტების ნაწილი სტაჟირების დასრულების შემდეგ იმავე კომპანიაში განაგრძობს მუშაობას.

დასაქმების მაჩვენებელი:

 97% კურსდამთავრებულებს მუშაობა უკვე ექვს თვეში აქვთ ნაპოვნი.

💼 კარიერული პერსპექტივები

C3S Business School ამზადებს პროფესიონალებს გლობალური ბაზრისთვის.
კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ ევროპასა და აზიაში, ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: მარკეტინგის მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, ტურიზმის კოორდინატორი, პროექტის მენეჯერი, HR კონსულტანტი.
უნივერსიტეტის კარიერული სამსახური უზრუნველყოფს რჩევებს, CV-ის დახვეწას და ინდივიდუალურ კონსულტაციებს სტუდენტებისთვის.

💰 სწავლის ღირებულება

C3S Business School საერთაშორისო სტუდენტებისთვის გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს:

  • ბაკალავრიატი: €6,000 – €9,000 წელიწადში
  • მაგისტრატურა: €3,500 – €9,800 წელიწადში
    საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც სწავლას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

✨ რატომ C3S?

რადგან აქ სწავლა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილება -— ეს არის ცხოვრების ახალი დასაწყისი.
C3S აერთიანებს ბრიტანულ განათლებას, ესპანურ ენერგიას და საერთაშორისო ხედვას.
აქ სწავლობ არა იმისთვის, რომ მიიღო დიპლომი – არამედ იმისთვის, რომ შეცვალო შენი მომავალი.

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.csss.es/

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

Istituto Marangoni

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School