Vytautas Magnus University

Vytautas Magnus University მდებარეობს Kaunas-ში, ლიეტუვას ერთ-ერთ ყველაზე სტუდენტურ და ენერგიულ ქალაქში.

 უნივერსიტეტი მთელს ქალაქშია განაწილებული. სალექციო სივრცეები, ბიბლიოთეკები და სტუდენტური ჰაბები ყოველდღიურ რუტინას ბუნებრივად ერწყმის.

Kaunas არის უსაფრთხო, პატარა და კომფორტული სტუდენტური ქალაქი.  ბევრ ადგილამდე ფეხითაც მიხვალ. კაფეები, პარკები, მუზეუმები და მდინარის სანაპიროები სტუდენტურ ცხოვრებას დამატებით ხიბლს აძლევს.

პროგრამები და სწავლა

VMU-ს ერთ-ერთი დიდი პლუსი არის ინგლისურენოვანი მიმართულებების მრავალფეროვნება. აქ შეგიძლია აირჩიო ბიზნესი, პოლიტიკა, კომუნიკაცია, IT, ბუნებრივი მეცნიერებები, ხელოვნება. სწავლის ფორმატი ხშირად აერთიანებს ლექციებს, სემინარებს, ჯგუფურ სამუშაოს და პროექტებს.

ბაკალავრიატის პოპულარული ინგლისურენოვანი მიმართულებები:

  • Business Administration
  • Economics and Finance
  • International Politics and Development Studies
  • World Politics and Economy
  • Society, Culture and Communication
  • Multimedia and Internet Technologies
  • Informatics Systems
  • Biotechnology
  • Biology and Genetics
  • Environmental Science and Protection
  • Performing Arts
  • Music Production
  • Sports Studies

მაგისტრატურის მიმართულებები:

  • Diplomacy and International Relations
  • Future Media and Journalism
  • Marketing and International Commerce
  • Applied Informatics
  • Molecular Biology and Biotechnology
  • Environmental Management
  • Social Anthropology
  • Educational Management
  • Sports Business MBA
  • Performing Arts
  • Sustainable Energy

ინოვაციური სწავლების მეთოდები

VMU ხშირად ასოცირდება “ლიბერალური განათლების” მიდგომასთან. ეს ნიშნავს მეტ არჩევანს და მეტ მოქნილობას.  შენ მხოლოდ ერთ პროფესიაში არ ეუფლები.  შესაძლებელია დამატებითი საგნების არჩევა სხვა ფაკულტეტებიდანაც. ზოგ შემთხვევაში შეგიძლია minor მიმართულებაც დაამატო. 

პრაქტიკული კომპონენტები

ბევრ მიმართულებაზე სწავლა პროექტებით მიდის. განსაკუთრებით ბიზნესში, კომუნიკაციაში და IT-ში. კურსის ბოლოს უბრალოდ გამოცდას არ აბარებ. აკეთებ პრეზენტაციას, კვლევას, სტრატეგიას ან ქმნი პროდუქტს.

სტაჟირებები და კარიერული დღეები VMU-ს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი თემაა.  უნივერსიტეტს აქვს კარიერული სერვისები, სადაც ქვეყნდება სტაჟირებების შეთავაზებები.
და ტარდება შეხვედრები დამსაქმებლებთან. ხშირად ეს შეხვედრები რეალურ გასაუბრებებში გადადის.

პარტნიორობა, სტაჟირება, დასაქმება

თუ შენთვის მნიშვნელოვანია “სწავლა + კარიერის გზა”, VMU ამ ნაწილს აქტიურად ამუშავებს. უნივერსიტეტის სხვადასხვა ინიციატივაში და საერთაშორისო ქსელებში ხშირად ჩნდება კონკრეტული კომპანიების სახელებიც. მაგალითად, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სფეროში, ტექნოლოგიურ და კვლევით სექტორში.
ასეთ კონტექსტებში ხშირად ახსენებენ რეგიონულ მსხვილ დამსაქმებლებს, როგორიცაა:

  • Ignitis Group (ენერგეტიკა)
  • Lietuvos geležinkeliai (რკინიგზა და ლოგისტიკა)
  • Novian (ტექნოლოგიური ჯგუფი)
  • Euromonitor International (ბაზრის კვლევა და ანალიტიკა)

 შენ იღებ წვდომას ეკოსისტემაზე. კომპანიებთან შეხვედრებზე, ღონისძიებებზე, ქსელურ კონტაქტებზე. და ეს კონტაქტები ხშირად გაცილებით სწრაფად ხსნის კარიერულ კარს, ვიდრე მხოლოდ ონლაინ აპლიკაციები.

სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი

VMU-ს სტუდენტური ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა, ქალაქის სიმშვიდე და ბუჯეტურობა ბევრი სტუდენტისთვის მიმზიდველია.
სტუდენტები ხშირად ერთვებიან:

  • სტუდენტურ კლუბებში
  • საერთაშორისო სტუდენტურ აქტივობებში
  • ღონისძიებების ორგანიზებაში
  • სპორტულ ცხოვრებაში
  • მოხალისეობრივ პროექტებში

ქალაქშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტია, რაც შენს საერთაშორისო კონტაქტების წრეს მნიშვნელოვნად ზრდის.

საცხოვრებელი

VMU სტუდენტებს საერთო საცხოვრებლის არჩევანს სთავაზობს, რაც ძალიან ბიუჯეტურია. ფასები დამოკიდებულია ოთახის ტიპზე და პირობებზე.  დაახლოებით, დორმის ბიუჯეტი ხშირად გამოდის 4.5-8 ევრო დღეში. ანუ თვეში დაახლოებით 135-240 ევრო, ყველაზე მარტივი გათვლით. ზუსტი ფასი იცვლება ოთახის კატეგორიის მიხედვით.

სწავლის საფასური – საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ფასები პროგრამაზე და მოქალაქეობის კატეგორიაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხშირად ასეთი დიაპაზონია:

ბაკალავრიატი:

  • ბევრი პროგრამა დაახლოებით 3,400 ევრო წელიწადში
  • ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ნაწილი დაახლოებით 4,400 ევრო წელიწადში
  • სპორტისა და ხელოვნების გარკვეული მიმართულებები უფრო მაღალი ფასისაა და შეიძლება 6,000-9,600 ევროს დიაპაზონში მოხვდეს

მაგისტრატურა:

  • ბევრი პროგრამა დაახლოებით 5,000 ევრო წელიწადში
  • ლაბორატორიულ და ტექნიკურ მიმართულებებზე ხშირად დაახლოებით 6,000 ევრო
  • MBA ტიპის პროგრამები შეიძლება იყოს უფრო მაღალი
  • Performing Arts მიმართულება ხშირად უფრო მაღალ ბიუჯეტში ჯდება

🔶უნივერსიტეტი LEAF-ის პარტნიორია, და სრულიად უფასოდ დაგეხმარებით უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცესში..

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University West Sweden

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

Istituto Marangoni