პროგრამები
Accademia Italiana ძირითადად ორიენტირებულია მოდაზე, დიზაინზე, ფოტოგრაფიასა და ვიზუალურ კომუნიკაციაზე. საბაკალავრო დონეზე აკადემია სთავაზობს პროგრამებს Fashion Design-ში, Interior and Product Design-ში, Graphic Design-ში და Photography-ში. ეს პროგრამები იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტროს მიერ აკრედიტებულია და ბაკალავრის ეკვივალენტურ აკადემიურ დიპლომს იძლევა. დამატებით, აკადემიას აქვს Foundation Year-იც მათთვის, ვისაც კრეატიულ სფეროში შესვლამდე მოსამზადებელი ეტაპი სჭირდება.
სწავლის სტილი აქ განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც მხოლოდ თეორია არ აინტერესებს. ფლორენციის კამპუსში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ფოტო სტუდია, სამკერვალო და pattern making-ის სამუშაო სივრცეები, knitwear-ის ლაბორატორია, ასევე მოდელირების და დიზაინის ვორქშოპები. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი იდეაზე მხოლოდ არ ლაპარაკობს – მას ამ იდეის შექმნის, გამოცდის და რეალურ ნამუშევრად ქცევის შესაძლებლობაც აქვს. სწორედ ეს პრაქტიკული კომპონენტი ქმნის Accademia Italiana-ს სწავლის ერთ-ერთ მთავარ ძალას.
სტუდენტური ცხოვრება
სტუდენტური ცხოვრება აქ კლასიკური უნივერსიტეტისგან ცოტათი განსხვავებულია. ეს არის უფრო პატარა, კრეატიული, ინტერნაციონალური გარემო, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ წრეს, კოლაბორაციას და ქალაქთან კავშირს. აკადემია ახალ სტუდენტებს orientation-ის, ქალაქის გაცნობის, საცხოვრებლის მოძიებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტაციის სერვისებითაც ეხმარება. ასევე ორგანიზდება სემინარები, ვორქშოპები, მუზეუმებისა და გამოფენების ვიზიტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტებისთვის.
კარიერული მხარდაჭერა
კარიერული მიმართულებითაც Accademia Italiana საკმაოდ აქტიურია. აკადემიას აქვს როგორც curricular, ისე extra-curricular internship-ები, ასევე job placement სერვისი, რომელიც კურსდამთავრებულებს დასაქმებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. Leica-სთან დაკავშირებული პროექტი, Vivienne Westwood-ის backstage გამოცდილება, Capri Group-თან job meeting, Photolux-თან თანამშრომლობა და Intesa Sanpaolo Group-თან პარტნიორობ – მნიშვნელოვანია, რომ ეს უფრო პროფესიული კონტაქტებისა და პროექტების მაგალითებია, ვიდრე ერთი ფიქსირებული დასაქმების სქემა, თუმცა კარგად აჩვენებს, რომ აკადემია ცდილობს სტუდენტები რეალურ ინდუსტრიასთან დააკავშიროს.
საფასურის მხრივ, საერთაშორისო სტუდენტებისთვის საბაკალავრო პროგრამების წლიური ღირებულება ამჟამად დაახლოებით 13,900 ევროა. სამაგისტრო პროგრამებისთვის კი დაახლოებით 14,400 ევრო. ეს ბიუჯეტი Accademia Italiana-ს ათავსებს იმ კატეგორიაში, სადაც სწავლა იაფი არ არის, მაგრამ კრეატიულ და პრაქტიკულ იტალიურ განათლებაში რეალური ინვესტიციის სახე აქვს.
სტუდენტური საცხოვრებელი
საცხოვრებლის მხრივ, აკადემია სტუდენტებს დახმარებას უწევს როგორც ფლორენციაში, ისე რომში. სკოლას აქვს accommodation support service, რომელიც სტუდენტებს აკავშირებს შემოწმებულ landlords-ებთან და სხვადასხვა ვარიანტთან – იქნება ეს საერთო ბინა, სტუდიო თუ private residence. ფლორენციაში study abroad სტუდენტებისთვის შეთავაზებული ბინები, როგორც წესი, ავეჯით აღჭურვილია, აქვს Wi-Fi, სამზარეულო და სარეცხი მანქანა და ხშირად ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ოფიციალურ მასალებში საცხოვრებლის დაახლოებით ღირებულებად ფლორენციაში რამდენიმე ათასი ევროა სემესტრის მიხედვით, ხოლო რომში თანხა ოდნავ მაღალი შეიძლება იყოს, ამიტომ სტუდენტმა საერთო ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს ნაწილიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
რატომ შეიძლება აირჩიო Accademia Italiana?
ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ლექციებს დაესწრები. ეს არის გარემო, სადაც სწავლა ქალაქთან, ინდუსტრიასთან და პრაქტიკასთან პირდაპირ კავშირშია. განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც აინტერესებს fashion, design, photography ან visual communication და სურს სწავლა იტალიაში, რეალურ კრეატიულ კონტექსტში. აქ მთავარი უპირატესობა არის ატმოსფერო, პრაქტიკული სწავლება, ინდუსტრიული შეხება და ფლორენციის მსგავსი ქალაქის გავლენა სტუდენტის პროფესიულ ხედვაზე.
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.accademiaitaliana.com/en
