მათ ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ Britts Imperial University College უნივერსიტეტს გაერთიანებულ საამიროებში.
LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.
Britts Imperial College, UAE არის გლობალურად აღიარებული ბრიტანული და ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური ცენტრი და განათლების პარტნიორი.
Britts Imperial University College-ს უნიკალურს ხდის ორმაგი ხარისხის სასწავლო პროგრამები და შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ტრანსფერი განახორციელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში შემდეგი ქვეყნებიდან:
UAE + საფრანგეთი
UAE + ესპანეთი
UAE + კანადა
UAE + ავსტრალია
UAE + დიდი ბრიტანეთი
UAE + გერმანია
UAE + აშშ
იგი აკრედიტებულია გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა პრესტიჟული საგამოცდო ორგანოების მიერ. Britts Imperial სთავაზობს თავის სტუდენტებს სწავლების ბოლო წელს შეიცვალონ კამპუსი და სწავლა განაგრძონ პარტნიორი უნივერსიტეტების მთავარ კამპუსებში, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ამ ქვეყნებში სწავლის შემდგომ დარჩენითა და სამუშაო შესაძლებლობებით.
ბიზნესისა და მენეჯმენტის, მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და სტუმარმასპინძლობის, სპორტისა და ღონისძიებების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროები ახალგაზრდებისთვის და პროფესიონალებისთვის ყველაზე წარმატებული პროფესიული ვარიანტებია მთელს მსოფლიოში. თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო ინტეგრაციით სწავლება ხელს უწყობს სტუდენტებს მათი ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით მზად იყვნენ ინდუსტრიულ და საერთაშორისო დონეზე დასაქმებისთვის.
ამ მიმართულებებით საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომია Britts Imperial University College-ში, კამპუსში UAE-ში ან ჰიბრიდული სწავლების სისტემით, საუნივერსიტეტო კოლეჯი გთავაზობთ მულტიკულტურულ კამპუსს სტუდენტებით 31-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ადგილია, მდიდარი ეკონომიკითა და უმაღლესი დასაქმების კოეფიციენტით, რის გამოც ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება სტუდენტური ცხოვრებისა და დასაქმების შესაძლებლობებით.
Britts Imperial გთავაზობთ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით Programmes offered by Euclea Business School, France-თან პარტნიორობით.
- საერთაშორისო ბიზნესი
- სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
- ღონისძიებების მენეჯმენტი
- სპორტის მენეჯმენტი
- პროექტის მენეჯმენტი
ამ პროგრამებზე სტუდენტები ჯერ სწავლობენ დუბაის Nest Academy of Management Education-ში და სწავლის გაგრძელება მხოლოდ მესამე წელს შეუძლიათ Britts Imperial -ში.
- ციფრული მარკეტინგი
- ბუღალტერია და ფინანსები
- ჯანდაცვის ოპერაციები
- მონაცემთა ანალიტიკა და A.I.
- IT სისტემები და პროექტების მენეჯმენტი
- HR მენეჯმენტი
სამ წლიან საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გადასახადი სრულად შეადგენს 17 500 $-ს.
Britts Imperial 2 წლიან სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით გთავაზობთ Programmes offered by Euclea Business School, France-თან პარტნიორობით:
- საერთაშორისო ბიზნესი
- პროექტის მენეჯმენტი
- სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
- ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
- ბუღალტერია და ფინანსები
- ჯანდაცვის მენეჯმენტი
- ციფრული მარკეტინგი
- სპორტის მენეჯმენტი
- მონაცემთა ანალიტიკა და A.I.
- ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
ორ წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გადასახადი სრულად შეადგენს 9 500$-ს.
Britts Imperial გთავაზობთ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით Catholic University of Murcia (UCAM) -Spain და University of Bolton United Kingdom-თან პარტნიორობით:
- საერთაშორისო ბიზნესი
- გაყიდვები და მარკეტინგი
- პროექტის მენეჯმენტი
- სპორტის მენეჯმენტი
- ღონისძიებების მენეჯმენტი
ორ წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გადასახადი სრულად შეადგენს 9500$-ს.
ხოლო იგივე უნივერსიტეტების ორმაგი ხარისხის შემთხვევაში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამასთან ერთად, გადასახდი სრულად შეადგენს 11500$-ს
Britts Imperial გთავაზობთ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით გერმანიის International University of Applied Sciences (IUBH) და London South Bank University (LSBU) UK -თან პარტნიორობით ორმაგი ხარისხის პროგრამებს:
- საერთაშორისო მენეჯმენტი
- Data Science
სამ წლიან საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გადასახადი სრულად შეადგენს 17 500 $-ს.
Britts Imperial გთავაზობთ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით
გერმანიის International University of Applied Sciences (IUBH) და London South Bank University (LSBU) UK -თან პარტნიორობით ორმაგი ხარისხის პროგრამებს:
- საერთაშორისო მარკეტინგი
- ბუღალტერია და ფინანსები
- ციფრული ტექნოლოგიების მენეჯმენტი
- ინჟინერიის მენეჯმენტი
- დიდი მონაცემების მენეჯმენტი
- ხელოვნური ინტელექტი
ორ წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გადასახადი სრულად შეადგენს 11 500$-ს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://brittsimperial.com/