BHMS -ი გახლავთ კერძო უნივერსიტეტი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში მდებარეობს. უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა. იგი დაარსების წლიდან მიჩნეულია, როგოც შვეიცარიის ერთი-ერთი პრესტიჟული სასტუმროს მენეჯმენტის სკოლა. უნივერსიტეტი გამოირჩევა დახვეწილი, სწრაფი და იდივიდუალურად მორგებული პროგრამებით.
BHMS Business & Hotel Management School: სწავლა და ანაზღაურებადი პრაქტიკა შვეიცარიაში
BHMS Business & Hotel Management School მდებარეობს ლუცერნში, შვეიცარიაში. სკოლა საინტერესო არჩევანია სტუდენტებისთვის, რომლებსაც Hospitality, ბიზნესი ან კულინარიული ხელოვნება აინტერესებთ.
პროგრამები
BHMS გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს:
- სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
- ბიზნესის მენეჯმენტი
- კულინარიული ხელოვნება
სწავლება აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. სტუდენტებს შეუძლიათ მიღებული ცოდნა ანაზღაურებადი სტაჟირების დროს გამოიყენონ.
პრაქტიკული სწავლება და კარიერა
BHMS ცნობილია სწავლისა და მუშაობის ერთობლივი მოდელით. სტუდენტები სწავლობენ სასტუმროს ოპერაციებს, მენეჯმენტს, მომსახურებასა და ბიზნესის მართვას.
სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან, მათ შორის:
- Hilton
- Marriott
- Amari
სტაჟირებისა და კარიერული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.
კამპუსი და საცხოვრებელი
ლუცერნის კამპუსში განთავსებულია თანამედროვე სამზარეულოები, სტუდენტების მიერ მართული რესტორანი, ღვინის მარანი და გამაჯანსაღებელი სივრცეები.
სწავლის პაკეტში შედის საცხოვრებელი და სხვა აუცილებელი მომსახურებები. სტუდენტები ცხოვრობენ საერთაშორისო გარემოში და ყოველდღიურად ეჩვევიან Hospitality ინდუსტრიის პროფესიულ სტანდარტებს.
სწავლის საფასური
საბაკალავრო პროგრამების წლიური ღირებულება საცხოვრებლისა და აუცილებელი გადასახადების ჩათვლით დაახლოებით €34,600-დან €36,700-მდეა.
სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური დაახლოებით €36,500-დან €39,700-მდე მერყეობს.
რატომ BHMS?
BHMS კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს:
- სწავლა და ანაზღაურებადი სტაჟირება ერთდროულად
- პრაქტიკული Hospitality განათლება
- კარიერა საერთაშორისო სასტუმროებში
- ბიზნესისა და კულინარიის მიმართულებების არჩევანი
- სწავლა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქში
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.bhms.ch/