EU Business School

  • EU Business School: საერთაშორისო ბიზნეს განათლება ევროპული სტანდარტებით


    EU Business School (EU) არის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, რომლის კამპუსები მდებარეობს ჟენევაში, მონტროში, ბარსელონასა და მიუნხენში. მისი მისიაა სტუდენტებს შესთავაზოს მსოფლიო დონის განათლება, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, მეწარმეობის განვითარებაზე და გლობალურ ურთიერთობებზე. სკოლა საერთაშორისო განათლებას აერთიანებს თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებთან და ემსახურება მიზანს, სტუდენტებს ჰქონდეთ ცოდნა, უნარები და კავშირები გლობალური კარიერის წარმატებისთვის.

    პროგრამები და სწავლა


    EU Business School გთავაზობთ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით საბაკალავრო, სამაგისტრო და MBA პროგრამებს, რომლებიც მორგებულია ინდუსტრიის მოთხოვნებზე. პროგრამები მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებას, მარკეტინგს, ფინანსებს, კომუნიკაციებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და მეწარმეობას. სწავლება ორიენტირებულია ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც სტუდენტებს რეალურ უნარებს აძლევს თანამედროვე ბიზნეს სამყაროში. თითოეული კურსი მოიცავს პრაქტიკულ მოდულებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებში და მოემზადონ პროფესიული გამოწვევებისთვის.

    ინოვაციური სწავლების მეთოდები


    EU Business School იყენებს ინოვაციურ სწავლების მეთოდებს, როგორიცაა „case-study“ მოდელი, ბიზნეს სიმულაციები და რეალური პროექტებზე მუშაობა. სტუდენტები აქტიურად მუშაობენ გუნდურ პროექტებში, რაც მათ ეხმარება შემოქმედებით უნარების განვითარებაში და გუნდურ მუშაობის უნარებში დახვეწაში. აქ სტუდენტებს ასწავლიან როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე წარმატებული მეწარმეები და პროფესიონალები, რომლებიც უზიარებენ ცოდნას რეალური მაგალითების საფუძველზე.

    სტუდენტური ცხოვრება და საერთაშორისო გარემო

    EU Business School-ის კამპუსები გთავაზობს დინამიკურ და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაეცნონ სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციას. აქ სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ქმნის გლობალურ ქსელს და კულტურულ გაცვლას. სკოლა ორგანიზებს სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალს, რაც სტუდენტებს ეხმარება აკადემიურ, სოციალურ და პროფესიულ გარემოში ინტეგრაციაში.

    პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები

    EU Business School თანამშრომლობს ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Siemens, Nestlé, Hublot, Deutsche Bank და სხვა. ეს პარტნიორობა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ სტაჟირების, რეალურ პროექტებზე მუშაობის და კარიერული მხარდაჭერის შანსებს. კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ კარიერას მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ან იწყებენ საკუთარ ბიზნესს. კარიერული ცენტრი ეხმარება სტუდენტებს პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებაში, რაც აძლიერებს მათ კარიერულ წარმატებას საერთაშორისო ბაზრებზე.

    რატომ უნდა აირჩიოთ EU Business School?


    EU Business School გამოირჩევა საერთაშორისო განათლების სტანდარტებით, ინოვაციური სწავლების მეთოდებით და გლობალური კავშირებით. უნივერსიტტეის პროგრამები მორგებულია თანამედროვე ბიზნესისა და მენეჯმენტის საჭიროებებზე და აძლევს სტუდენტებს უნიკალურ უნარებს. უნივერსიტეტი წარმოადგენს ბიზნეს განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც სტუდენტებს ეხმარება კარიერული გზის სწორად შერჩევასა და მომზადებაში.

    EU Business School-ში სწავლა სტუდენტებს აძლევს რეალურ შანსს გახდნენ გლობალური ლიდერები და მეწარმეები, რომლებიც თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწევენ.



    🔶შემოთავაზებული პროგრამები:


    ბაკალავრიატი 

    • ბიზნესის ადმინისტრირება

    • კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა

    • ტურიზმის მენეჯმენტი

    • საერთაშორისო ურთიერთობები

    • სპორტის მენეჯმენტი

    • ციფრული ბიზნესი, დიზაინი და ინოვაცია


    მაგისტრატურა 

    • საერთაშორისო ბიზნესი

    • კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა

    • საერთაშორისო მარკეტინგი

    • გლობალურ საბანკო საქმე და ფინანსები

    • ტურიზმის მენეჯმენტი

    • მეწარმეობა

    • ციფრულ ბიზნესი

    • სპორტის მენეჯმენტი

    • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

    • დიზაინის მენეჯმენტი


    🔶ბაკალავრიატის საფეხურზე გერმანიასა და ესპანეთში სწავლის საფასური 6750 ევროა სემესტრში, შვეიცარიაში 14490 შვეიცარული ფრანკი.

    მაგისტრატურის შემთხვევაში ესპანეთსა და გერმანიაში სწავლის საფასური 4750 ევროდან  6950 ევრომდეა სემესტრის განმავლობაში, ხოლო შვეიცარიაში 9890 – 12600 შვეიცარული ფრანკამდეა.


    🔶უნივერსიტეტი LEAF-ის პარტნიორია.




    დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:

https://www.euruni.edu/

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Bethany Lutheran College

St. Louis University Madrid

King’s College London

Academy of Art University – San Francisco, CA

International Business University

York College of Applied Sciences

Trine University

West coast

Webster University Leiden

West Pomeranian University of Technology

Walsh University

University of Wisconsin Eau Claire

Warsaw University of Economics

WSB Universities – Merito Group

Warsaw University of Business and Humanities

UCLan University of Central Lancashire Cyprus