Hungary Institution of Innovation and Technology

მათ, ვისაც სურს, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გთავაზობთ უნგრეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც საგანმანათლებლო ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ხიდი უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები შემუშავებულია პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღებაზე, რომელიც სრულად თავსებადია ბაზრის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს სტუდენტისთვის ისეთი უნარ-ჩვევებისა და განათლების მიღებას, რაც მის გარანტირებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

გლობალიზებულ სამყაროში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი პროფესიონალური და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი სასწავლო სისტემით და კვალიფიციური კადრების მომზადებით.  HIT-მა დაიმსახურა ფართო აუდიტორიის ნდობა და პატივისცემა სამეცნიერო და აკადემიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გლობალური ზრდის ტემპის მქონე სექტორი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კარიერული პერსპექტივების ფართო სპექტრს და დასაქმების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.

HIT-ს ჰყავს პარტნიორი კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დასაქმებას.

IT სპეციალისტები ვითარდებიან ტექნოლოგიასთან ერთად, დამსაქმებლებს ძირითადად აინტერესებთ აპლიკანტის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტექნიკური ექსპერტები ფასდებიან მათი სპეციალიზებული უნარებით, ამიტომ ისინი ფასდაუდებელი აქტივებია ნებისმიერ კომპანიაში. ამიტომ, უმცროსი ან დაწყებითი დონის დასაქმების დროსაც კი, მათი სამუშაოსთვის ხელფასი საშუალო ნორმაზე გაცილებით მეტია. ციფრული ტრანსფორმაცია არის ცვლილებების შემოტანა ყველა ინდუსტრიაში, რაც IT პროფესიონალებს აძლევს თავისუფლებას აირჩიონ პროფესია, რომელიც შეესაბამება მათ ინტერესებს.


დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://hitedu.hu/

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Campus Spain

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School

Macromedia University

CBS International Business School Cologne

Franklin College