Nest Academy of Management Education

მათ ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს ბიზნესის ან სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით, კომპიუტერული მეცნიერებების ან ღონისძიებების მენეჯმენტის მიმართულებით, განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ Nest Academy of Management Education – უნივერსიტეტს დუბაიში.

LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

ბიზნესისა და  მენეჯმენტის  უნივერსიტეტი დაარსდა დუბაიში და აკრედიტებულია KHDA-ს მიერ (ცოდნისა და ადამიანის განვითარების ორგანიზაცია), ასევე Nest Academy of Management Education-ის სასწავლო პროგრამები აკრედიტებულია UK-ის მიერ.
 
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ტრენინგებს და სტაჟირების შესაძლებლობებს, კურსები სპეციალურად შექმნილია ინდუსტრიაში საჭირო უნარების შესაძენად, საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს კვალიფიციური კადრის მომზადება სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. 
 
Nest Academy-ის კამპუსი მდებარეობს დუბაის საერთაშორისო აკადემიური ქალაქის (DIAC) ცენტრში და ემსახურება 24 000-ზე მეტ სტუდენტს მთელი მსოფლიოდან. კამპუსის ტერიტორია სტუდენტებს სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ სივრცეებს სთავაზობს. Academic City-ის მთავარ კამპუსთან ერთად, სასწავლო სესიები ჩატარდება  სხვადასხვა სასწავლო ობიექტებზე, ღონისძიებების არენებსა და დუბაის სპორტულ ქალაქებში.
 
დუბაი დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა – 99,5%, ასევე ის მსოფლიოში მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ძლიერი ეკონომიკით, ხელმისაწვდომობითა და კულტურული ურთიერთობებით დუბაი  უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოს 10 ქალაქს შორისაა.
 
ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულება სტუდენტებს მისცემს ცოდნას ბიზნესის შექმნისა და მართვის, მარკეტინგისა და ფინანსების, პერსონალის მართვისა და ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებებით.
 
კომპიუტერული მეცნიერებები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა. Nest Academy სთავაზობს სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, თამაშების შექმნისა და მონაცემთა დამუშავების მიმართულებებს.
 
Hospitality Management პროგრამა სტუდენტებს მისცემს ცოდნას სასტუმრო ინდუსტრიაში მოქმედი ყველა სექტორის მართვისა და მენეჯმენტის შესახებ.
 
ღონისძიებების მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც მოიცავს კონფერენციების, კორპორაციული ღონისძიებების, სავაჭრო ბაზრობების, გამოფენების და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას.
 
სპორტის მენეჯმენტის პროგრამა საშუალებას მისცემს სტუდენტებს კარიერა სპორტული მარკეტინგისა და სპორტული ღონისძიებების მენეჯმენტში განაგრძონ.

ამ პროგრამების დაუფლება Nest Academy-ში ნიშნავს რომ სტუდენტი სრულად ფლობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას, რაც გზას უხსნის მათ წარმატებული კარიერისკენ.

Nest Academy of Management Education გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ღონისძიებების მენეჯმენტი
  • სპორტის მენეჯმენტი
  • ბიზნესის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ფილმებისა და მედიის წარმოება

 
სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ღონისძიებების მენეჯმენტი
  • სპორტის მენეჯმენტი
  • ბიზნესის მენეჯმენტი


ერთი სასწავლო წლის  საფასური Nest Academy-ში 4 500 დოლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ უნივერსიტეტის ბმულს:
https://namedubai.ac.ae/

 

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

UCLL university of applied sciences

Domus academy

University of Miskolc

Exponential University of applied sciences

TETR College of Business

Widener University

RIT Dubai

Bethany Lutheran College

St. Louis University Madrid

King’s College London

Academy of Art University – San Francisco, CA

International Business University

York College of Applied Sciences

Trine University

West coast

Webster University Leiden