Rotterdam. Applied Sciences

 

Rotterdam University of Applied Sciences: პრაქტიკული განათლება ნიდერლანდებში

Rotterdam University of Applied Sciences ნიდერლანდების ერთ-ერთი დიდი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია. მისი პროგრამები განსაკუთრებით პრაქტიკულ სწავლებაზე, რეალურ პროექტებსა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.

უნივერსიტეტი მდებარეობს როტერდამში, ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიზნეს, ლოჯისტიკურ და საპორტო ქალაქში.

პროგრამები

საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

ძირითადი მიმართულებებია:

  • საერთაშორისო ბიზნესი
  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ლოჯისტიკა
  • მეწარმეობა და კონსულტაცია
  • მდგრადი განვითარება
  • Shipping and Transport
  • დიზაინი და ინტერიერის არქიტექტურა
  • ხელოვნება და მედია
  • River Delta Development

International Business ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამაა. სტუდენტები სწავლობენ მარკეტინგს, ფინანსებს, ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო ვაჭრობას.

პრაქტიკული სწავლება

უნივერსიტეტი მუშაობს გამოყენებითი განათლების მოდელით.

სტუდენტები მონაწილეობენ:

  • რეალურ ბიზნესპროექტებში
  • კომპანიებისთვის შექმნილ საკონსულტაციო დავალებებში
  • გუნდურ კვლევებში
  • ბიზნესსიმულაციებში
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში
  • სტაჟირებებსა და სადიპლომო პრაქტიკაში

International Business-ის სტუდენტები სწავლის პერიოდში დაახლოებით ხუთთვიან სტაჟირებას გადიან ნიდერლანდებში ან სხვა ქვეყანაში.

პარტნიორები და კარიერული შესაძლებლობები

Rotterdam Business School თანამშრომლობს კომპანიებთან სტაჟირებების, სადიპლომო პროექტებისა და პრაქტიკული ბიზნესდავალებების მიმართულებით.

თანამშრომლობის მაგალითებს შორის არიან:

  • Bolidt
  • PTI
  • Impact Council

უნივერსიტეტი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სტუდენტებს შესთავაზონ სტაჟირება ან სადიპლომო პროექტი. სტუდენტი კი საკუთარი პროგრამისა და კარიერული ინტერესების მიხედვით ირჩევს შესაბამის პოზიციას. კონკრეტულ კომპანიაში დასაქმება გარანტირებული არ არის.

როტერდამის მდებარეობა განსაკუთრებით ხელსაყრელია ლოჯისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის, ფინანსების, ენერგეტიკისა და საზღვაო ტრანსპორტის სტუდენტებისთვის.

სტუდენტური ცხოვრება

როტერდამი თანამედროვე და საერთაშორისო ქალაქია. ის ცნობილია ინოვაციური არქიტექტურით, კულტურული მრავალფეროვნებითა და ევროპის უდიდესი პორტით.

უნივერსიტეტში დაახლოებით 4 000 სტუდენტი ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს. სტუდენტებისთვის ტარდება საერთაშორისო საორიენტაციო დღეები, პროფესიული ღონისძიებები და კულტურული აქტივობები.

სწავლის საფასური

2026-2027 სასწავლო წელს International Business-ის საფასურია:

  • ევროკავშირის გარეთ მცხოვრები სტუდენტებისთვის: დაახლოებით €11,949 წელიწადში

სამაგისტრო პროგრამებზე საერთაშორისო, institutional fee ძირითადად დაახლოებით €14,449 წელიწადშია.

საცხოვრებელი და ბიუჯეტი

უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 220 ოთახს ჯავშნის SSH-ის სტუდენტურ საცხოვრებლებში.

SSH-ის ოთახების ფასი ძირითადად €650-დან €800-მდეა თვეში. ადგილები შეზღუდულია და პირველადი განაცხადის პრინციპით ნაწილდება. ასევე შესაძლებელია კერძო ოთახის ან საერთო ბინის დაქირავება.

როტერდამში სტუდენტის სრული ცხოვრების ბიუჯეტი დაახლოებით €1,000-დან €1,400-მდეა თვეში, სწავლის საფასურის გარეშე.

რატომ Rotterdam University of Applied Sciences?

უნივერსიტეტი კარგი არჩევანია სტუდენტისთვის, რომელსაც სურს:

  • პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება
  • სავალდებულო სტაჟირება
  • საერთაშორისო ბიზნესისა და ლოჯისტიკის სწავლა
  • რეალურ კომპანიებთან პროექტებზე მუშაობა
  • ინგლისურენოვანი პროგრამები
  • როტერდამის საერთაშორისო ბიზნესგარემოში ცხოვრება
  • ნიდერლანდებში კარიერისთვის საჭირო პროფესიული უნარების განვითარება

Rotterdam University of Applied Sciences განსაკუთრებით შეეფერება სტუდენტს, რომელსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება სურს.

 

უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.

 

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:


https://www.rotterdamuas.com

მისამართი:
დ.გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული N411
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

Jan Dlugosz University in Czestochowa

PSB Paris School of Business

Sopot University of Applied Sciences

Accademia Italiana

University West Sweden

Vytautas Magnus University

South-Eastern Finland University of Applied Sciences

iCLA – International College of Liberal Arts

Alpha Aktiv – Study in Germany

FAMO in Pisek – Film Specific University in Czech

UMCH – Universitätsmedizin Neumarkt a. M. Campus Hamburg

IIFM | Italian Institute of Fashion Management

California Miramar University

Karelia University of Applied Sciences

C3S Business School

Campus Spain