ამერიკული ხარისხის პროგრამა ევროპაში დიდ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ამერიკული ხარისხი და ევროპული გამოცდილება.
ბევრი ქართველი სტუდენტისთვის მიმზიდველია მცირე კლასები და პერსონალიზებული სწავლების მოდელი, რასაც SLU მადრიდი სთავაზობს. უნივერსიტეტის სტუდენტები სწორედ პროფესორების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და მათთან უშუალო ურთიერთობას უსვამენ ხაზს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ადაპტაციას და სამომავლოდ კარიერულ თუ პიროვნულ ზრდაში.
არსებობს დაფინანსების შესაძლებლობები, და მადრიდის კამპუსის ადგილმდებარეობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ფინანსურად, ვიდრე ბევრი ამერიკული ქალაქი.
გლობალური პერსპექტივა
მადრიდის კამპუსი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, რომ ევროპაში ისწავლონ და მიიღონ ამერიკული ხარისხი, ხოლო კამპუსებს შორის გადასვლის შესაძლებლობა ამარტივებს სწავლის პროცედურებს. შესაძლებელია ერთი სემესტრით ამერიკის კამპუსში სწავლა იგივე ფასად, ან 1 და 2 წლის მადრიდში სწავლის შემდეგ ამერიკის კამპუსში სწავლის გაგრძელება.
St. Louis University-ის მადრიდის კამპუსი არის ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ოფიციალური კამპუსი ევროპაში. მადრიდის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში განთავსებული კამპუსი საერთაშორისო განათლებისა და მრავალფეროვნების ცენტრს წარმოადგენს. მისი მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს ამერიკული განათლების მაღალი სტანდარტები ევროპული გამოცდილებით გაჯერებული.
პროგრამები და სწავლა
მადრიდის კამპუსი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მრავალფეროვნებას და შესაძლებლობას, დაიწყოთ სწავლა მადრიდში და გააგრძელოთ სენტ-ლუისის კამპუსში. ძირითადი მიმართულებები მოიცავს ბიზნესს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ხელოვნებას და სოციალურ მეცნიერებებს. ყველა პროგრამა მორგებულია გლობალურ სტანდარტებზე და აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
სტუდენტური ცხოვრება
მადრიდის კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს ცხოვრების საერთაშორისო გარემოს, სადაც კულტურული გაცვლა და გლობალური ქსელების შექმნა აქტიურად მიმდინარეობს. კამპუსის მდებარეობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ მადრიდის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც აკადემიურ გამოცდილებას უფრო ამდიდრებს. კამპუსში 20-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაციაა, მათ შორის აკადემიური საზოგადოებები, კულტურული კლუბები და სპორტული გუნდები.
სენტ-ლუისის უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო საცხოვრებელი კამპუსი მადრიდში, ესპანეთში, უნივერსიტეტიდან 5 წუთის გზაზე. სტუდენტებს, რომლებიც სწავლას მადრიდის კამპუსში იწყებენ, აქვთ უნიკალური შესაძლებლობა გადაინაცვლონ აშშ-ს კამპუსში, რაც უზრუნველყოფს კრედიტების მარტივ გადატანას და სწავლის უწყვეტობას. ეს მოქნილობა სტუდენტებს აძლევს საშუალებას შეიგრძნონ ორი სხვადასხვა კულტურა და ისარგებლონ ამერიკული განათლებით ორ განსხვავებულ გარემოში.
პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები
მადრიდის კამპუსი მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანურ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს. კარიერული ცენტრი ეხმარება სტუდენტებს პროფესიული კონტაქტების დამყარებაში და საერთაშორისო კარიერის დაგეგმვაში.
SLU მადრიდი სთავაზობს კარიერულ მომსახურებას, მათ შორის სტაჟირების შესაძლებლობებს, კარიერულ კონსულტაციას და ქსელურ ღონისძიებებს.
რატომ უნდა აირჩიოთ St. Louis University?
ორივე კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს გლობალურ განათლებას, რომელიც აერთიანებს ამერიკულ სტანდარტებს და ადგილობრივი კულტურული გამოცდილების სიმდიდრეს. St. Louis University არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს განათლებისა და პიროვნული ზრდის შანსებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. კამპუსებს შორის ტრანსფერის შესაძლებლობა მას განსაკუთრებით მიმზიდველ უნივერსიტეტად აქცევს.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: