Escuela superior Europea de Comercio – TBS in Barcelona

​​Toulouse Business School in Barcelona მდებარეობს ქალაქ ბარსელონაში, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს-ცენტრია. უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს, მას შემდეგ დიდი განვითარება განიცადა და დღეს ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

TBS არის სამმაგი აკრედიტაციის ბიზნეს სკოლა (EQUIS, AMBA and AACSB). აღნიშნული ძალიან მცირე რაოდენობის ბიზნეს სკოლას აქვს მხოლოდ. უნივერსიტეტი გამორჩეულია საერთაშორისო პროფილით, ბაკალავრის საფერხურზე 60%-ზე მეტი სტუდენტი უცხოელია, რომლებიც 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან. რადგანაც კამპუსი ასეთი მულტიკულტურულია, ძირითადი სასწვალო და საკომუნიკაციო ენა ინგლისურია. დღეს TBS-ში 700-ზე მეტი სტუდენტი სწავლოს, რომლებსაც 160-ზე მეტი პროფესორი ეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ბიზნეს სკოლის პროფესორები წამყვანი ფიგურები არიან თავიანთ სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პატარა უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევთ ჰქონდეთ პერსონალური ურთიერთობა პროფესორებთან, რაც მნიშვნელოვანია კარიერული  წინსვლისთვის. ბარსელონას კამპუსში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე მიიღონ განათლება, ასევე ბიზნეს სკოლა მსურველებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას. ბაკალავრის საფეხურზე სტუდენტებს შეუძლიათ მენეჯმენტის ბაკალავრის მიმართულებით განათლების მიღება, რომელიც სამწლიანი პროგრამაა და პროგრამის სრული საფასურია 31,500 ევრო. მენეჯმენტის პროგრამა სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისწავლონ მაგისტრატურის საფეხურზეც, რომელიც ორწლიანი პროგრამაა და სწავლის საფასური 28,600 ევროა. მეცნიერების მაგისტრის (MSc) ხარისხით სტუდენტებს შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით სწავლა:

  • Fashion&Luxury Management,
  • Financial Management & Control,
  • Tourism & Hospitality Management,
  • International Business,
  • Marketing Management.

მეცნიერების მაგისტრის საფეხურზე სწავლის მთლიანი საფასური მერყეობს 17,000-18,500 ევრომდე და დამოკიდებულია პროგრამაზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ TBS-ის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.tbs-education.es

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School

Macromedia University

CBS International Business School Cologne

Franklin College

Ulster University