
UNCG მდებარეობს ქალაქ გრინსბოროში, რომელიც ცნობილია როგორც უნივერსიტეტების ქალაქი.
მწვანე ქუჩები, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ჰაბი, უსაფრთხო და სტუდენტზე მორგებული ინფრასტრუქტურა — ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ გარემოს ახალგაზრდებისთვის.
გრინსბორო ასევე არის წამყვანი ცენტრი სტარტაპებისა და კულტურული აქტივობებისთვის, რაც UNCG-ს სტუდენტებს აძლევს უამრავ პრაქტიკულ შესაძლებლობას.
📚 პროგრამები და სწავლა
UNCG გთავაზობს 100+ ბაკალავრიან და 60+ მაგისტრატურულ პროგრამას.
სწავლება ეფუძნება ინტერდისციპლინარულ მიდგომას, პრაქტიკულ კომპონენტებს და ინდივიდუალურ ყურადღებას.
ძირითადი პროგრამებია:
- ბიზნესი და მენეჯმენტი
- ფსიქოლოგია და სოციალურ მეცნიერებები
- კომპიუტერული მეცნიერებები და საინჟინრო ტექნოლოგიები
- ჯანდაცვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
- განათლება და პედაგოგიკა
- კომუნიკაცია და მარკეტინგი
- Performing Arts (თეატრი, ცეკვა, მუსიკა)
- Nanoscience & Nanoengineering – ერთ-ერთი მოწინავე მიმართულება
💡 სწავლების მეთოდები და პრაქტიკული გამოცდილება
UNCG-მ შექმნა ინოვაციური პროგრამა “Humanities at Work”, რომლის მეშვეობითაც ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტები იღებენ დაფინანსებას სტაჟირებებისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებში.
პროგრამა დაფინანსებულია 5 მილიონი დოლარით და უკვე 650 სტუდენტი ისარგებლა ამ შანსით.
ინჟინერიისა და IT მიმართულების სტუდენტებისთვის ტარდება კურსები Brock Solutions-თან ერთად – რეალურ პროექტებზე მუშაობით.
განათლების ფაკულტეტში კი სტუდენტები მონაწილეობენ საჯარო სკოლებთან კლინიკურ პრაქტიკაში.
🎉 სტუდენტური ცხოვრება და კამპუსი
UNCG-ს კამპუსი — ეს არის 250 ჰექტარზე გადაჭიმული მწვანე სივრცეებით, თანამედროვე ბიბლიოთეკით, სპორტული არენებითა და საცხოვრებელი ზონებით.
სტუდენტებს ელოდებათ:
- 200+ სტუდენტური კლუბი
- თეატრალური ფესტივალები და ცოცხალი მუსიკა
- Weatherspoon Art Museum — კამპუსზე არსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
- ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები და სპორტული გუნდები (NCAA Division I)
🤝 პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები
UNCG დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტების კარიერულ ზრდას.
განსაკუთრებით ძლიერი პარტნიორობებია:
- The Washington Center – სტუდენტები მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში ვაშინგტონში (დაფინანსება დაახლოებით $13,000 თითოეულისთვის)
- Brock Solutions – საინჟინრო და პროგრამირების პრაქტიკული კურსები
- Cone Health – ჯანდაცვის სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკა
- UNC Health – სტაჟირებები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით
- საჯარო სკოლები გრინსბოროში – პედაგოგების პრაქტიკული მომზადება
✅ რატომ უნდა აირჩიო UNCG?
- ბიუჯეტური, მაგრამ ხარისხიანი განათლება
- ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება
- პრაქტიკული კურსები რეალურ სამუშაო გარემოში
- ინოვაციური პროექტები, დაფინანსებული სტაჟირებები
- ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
- მეგობრული და მრავალფეროვანი სტუდენტური გარემო
💰 სწავლის ღირებულება (საერთაშორისო სტუდენტებისთვის)
ბაკალავრიატი:
- სწავლის ფასი: ~$24,705/წელიწადი
- საცხოვრებელი: ~$6,288
- კვება: ~$4,300
- ჯამი: დაახლოებთ $35,300 წელიწადში
მაგისტრატურა:
- სწავლის ფასი: ~$24,001
- საცხოვრებელი: ~$8,605
- კვება:~$4,300
- ჯამი: დაახლოებით $36,900 წელიწადში
დამატებით, ზოგიერთი პროგრამა (მაგ: The Washington Center) დაფინანსების სპეციალურ შესაძლებლობებსაც გთავაზობს.
🏠 საცხოვრებელი და სტუდენტური სერვისები
- სტუდენტური საერთო საცხოვრებლები კამპუსის შიგნით
- არჩევანი გაქვს როგორც სტანდარტულ, ისე მოწინავე საცხოვრებელ მოდელებს შორის
- საშუალო ღირებულება: ~$6,000 წელიწადში
- კვების გეგმა: ~$4,300
- უსაფრთხოება, საერთო სამრეცხაო, Wi-Fi, სამზარეულო სივრცეები და საერთო ლაუნჯ-რუმები — ყველაფერი სტუდენტის კომფორტზეა გათვლილი
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: