University of Debrecen

მათ, ვისაც სურს, სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს განათლების ცენტრი გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

უნგრეთში სწავლის მსურველებს, წარმოგიდგენთ დებრეცენის უნივერსიტეტს.
LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

Stipendium Hungaricum – არის უნგრეთის მთავრობის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ სტუდენტებს, აძლევს საშუალებას მოიპოვონ სრული სასწავლო დაფინანსება!*

დებრეცენის უნივერსიტეტი მდებარეობს უნგრეთში, ქალაქ დებრეცენში.
დებრეცენის უნივერსიტეტი დაარსდა 1538 წელს; იგი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია უნგრეთში. უნივერსიტეტში სწავლობს 30000-მდე სტუდენტი, აქედან 4000 საერთაშორისო სტუდენტია. უნივერსიტეტი გამოირჩევა მასშტაბური საუნივერსიტეტო Campus-ით და დარგობრივი ინფრასტრუქტურით.

დებრეცენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა მთელი ქვეყნის მაშტაბით და იგი მიიჩნევა უნგრეთის ეროვნულ ბიბლიოთეკად. უნივერსიტეტის მთავარი მიმართულება არის სამედიცინო სფერო. ამ სფეროში Debrecen-ი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას. არაერთი სამედიცინო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე.

სამედიცინო პროგრამების გარდა, დებრეცენის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს არაერთ საბაკალვრო პროგრამას;

ბაკალავრიატი

  • ბიზნესის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • საინჟინრო პროგრამები
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროგრამები
  • მუსიკის პროგრამები
  • სასოფლო-სამეურნეო პროგრამა
  • მედიცინა
  • სტომატოლოგია
  • ფარმაცია
  • ფიზიოთერაპია


მაგისტრატურა

  • საერთაშორისო ეკონომიკა და ბიზნესი
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ჰიდრობილოგია – წყლის ხარისხის მენეჯმენტი
  • ჩრდილოეთ ამერიკის სწავლება
  • ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართალი
  • სასოფლო-ბიზნესის მენეჯმენტი
  • საკვების ხარისხი
  • სასოფლო-ინჟინერია
  • მოლეკულური ბიოლოგია
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
  • სოციალური სამუშაოები
  • კომპლექსური რეაბილიტაცია



​*დაფინანსების მოპოვება არის რთული და ადგილები შეზღუდულია.

დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://edu.unideb.hu/

 

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

HIM Business School

Swiss Hotel Management School

Culinary Arts Academy Switzerland

César Ritz Colleges Switzerland

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School

Macromedia University

CBS International Business School Cologne

Franklin College

Ulster University