University of Sopron – Hungary

თუ დაინტერესებული ხარ გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და საერთაშორისო ბიზნესის შესწავლით LEAF გთავაზობს University of Sopron-ის მრავალფეროვან პროგრამებს ამ მიმართულებით. სოპრონის უნივერსიტეტი ხელს უწყობს კვლევებსა და ინოვაციას სხვადასხვა სფეროში. მას აქვს რამდენიმე კვლევითი ცენტრი და ინსტიტუტი, მათ შორის გარემოსდაცვითი მეცნიერებათა ინსტიტუტი, დედამიწის მეცნიერებათა ინსტიტუტი, ხის მეცნიერების ინსტიტუტი და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი.
 
სოპრონის უნივერსიტეტი გთავაზობს სხვადასხვა სერვისებს: სტუდენტურ ცენტრს, კარიერის ცენტრს, ბიბლიოთეკას, სპორტულ ობიექტებსა და სტუდენტურ საცხოვრებელს. ეს არის უმაღლესი განათლების თანამედროვე და დინამიკური დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას და კვლევის შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.
 
 
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:

  •  საერთაშორისო ბიზნესის ეკონომიკა
  • ტურიზმისა და კვების მენეჯმენტი
  • ხე-ტყის მრეწველობის ინჟინერია

 
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

  • საერთაშორისო ეკონომიკა და ბიზნესი
  • განათლების მეცნიერება
  • გარემოს ინჟინერია
  • ბუნების დაცვის ინჟინერია
  • მერქნის მრეწველობის ინჟინერია

 
შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამები:

  • დოქტორი მენეჯმენტისა და ორგანიზაციის მეცნიერებებში
  • ხის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დოქტორი
  • დოქტორი სატყეო და ველური ბუნების მენეჯმენტში

 
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური მერყეობს 1850 დოლარიდან 3000 დოლარამდე ერთი სემესტრის განმავლობაში და სწავლება მიმდინარეობს 6-8 სემესტრი. 
სამაგისტრო პროგრამებისთვის სწავლის საფასური შეადგენს 2750 დოლარიდან 3000 დოლარამდე ერთი სემესტრი და სწავლა მიმდინარეობს 4 სემესტრი.
ხოლო დოქტორანტურაზე – 2000 დოლარიდან 3000 დოლარამდე და სწავლა მიმდინარეობს 4+4 სემესტრი.


დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ:
https://www.uni-sopron.hu/kezdolap

 

მისამართი:
გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34, 0160 თბილისი
ტელეფონი:
(322) 2 94 61 74

University Canada West

Toronto School of Management

Webster University Athens

LUT University

LAB University Of Applied Science

University of Latvia

Paris School of Luxury

ICN Business School

Macromedia University

CBS International Business School Cologne

Franklin College

Ulster University

Solent University

Northumbria University

London Metropolitan University

University of East Anglia