Vincent Pol University: პრაქტიკული განათლება პოლონეთში
Vincent Pol University პოლონეთის ქალაქ ლუბლინში მდებარე კერძო უნივერსიტეტია. ის განსაკუთრებით ცნობილია ჯანდაცვის, ბიზნესის, ტურიზმისა და Hospitality მიმართულებებით.
უნივერსიტეტი 2000 წლიდან ფუნქციონირებს. მას ევროპის მასშტაბით 130 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს და საერთაშორისო სტუდენტებს ინგლისურენოვან პროგრამებს სთავაზობს.
პროგრამები
ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებია:
- საექთნო საქმე
- მეანობა
- პარამედიცინა
- კლინიკური კვება და დიეტოლოგია
- Beauty Science
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- ტურიზმისა და Hospitality-ის მენეჯმენტი
სამაგისტრო მიმართულებები მოიცავს:
- საექთნო საქმეს
- კლინიკურ კვებასა და დიეტოლოგიას
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტს
- ტურიზმისა და Hospitality-ის მენეჯმენტს
ასევე ხელმისაწვდომია ფიზიოთერაპიის ხუთწლიანი სამაგისტრო პროგრამა.
პრაქტიკული სწავლება
Vincent Pol University-ში სწავლა პრაქტიკულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.
ჯანდაცვის პროგრამების სტუდენტები მუშაობენ ლაბორატორიებში, სამედიცინო სიმულაციის სივრცეებსა და პროფესიულ დაწესებულებებში. ფიზიოთერაპიის მიმართულება მოიცავს პრაქტიკულ მომზადებასა და კლინიკურ გამოცდილებას.
ბიზნესისა და ტურიზმის სტუდენტები მუშაობენ ბიზნესქეისებზე, პრეზენტაციებზე, გუნდურ პროექტებსა და ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე.
პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები
უნივერსიტეტი მონაწილეობს Erasmus+ პროგრამაში. სტუდენტებს შეუძლიათ პარტნიორ უნივერსიტეტში ისწავლონ ან საზღვარგარეთ სტაჟირება გაიარონ. მობილობის პერიოდი შეიძლება რამდენიმე კვირიდან 12 თვემდე გაგრძელდეს.
პარტნიორ დაწესებულებებს შორის არიან:
- FH Campus Wien, ავსტრია
- University of Liège, ბელგია
- Haute École de la Province de Liège, ბელგია
- College of Tourism and Hotel Management, კვიპროსი
- Intercollege, კვიპროსი
- Palacký University Olomouc, ჩეხეთი
სტუდენტური ცხოვრება და საცხოვრებელი
ლუბლინი პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი სტუდენტური ქალაქია. ვარშავასთან და დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებთან შედარებით, საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები უფრო ხელმისაწვდომია.
საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ ALFA, DELTA ან OMEGA სტუდენტურ რეზიდენციებში. ხელმისაწვდომია ერთადგილიანი და ორადგილიანი ოთახები. საცხოვრებლები ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.
Welcome Point სტუდენტებს ეხმარება ვიზის, ბინადრობის ნებართვის, დაზღვევის, საბანკო ანგარიშისა და საცხოვრებლის საკითხებში.
სწავლის საფასური
2026-2027 აკადემიური წლის საერთაშორისო საფასურებია:
საბაკალავრო პროგრამები
- საექთნო საქმე, მეანობა და პარამედიცინა: €4,500 წელიწადში
- Beauty Science: €3,500 წელიწადში
- კლინიკური კვება და დიეტოლოგია: €3,500 წელიწადში
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი: €3,500 წელიწადში
- ტურიზმისა და Hospitality-ის მენეჯმენტი: €3,500 წელიწადში
სამაგისტრო პროგრამები
- საექთნო საქმე: €4,500 წელიწადში
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი: €3,300 წელიწადში
- ტურიზმისა და Hospitality-ის მენეჯმენტი: €3,300 წელიწადში
- კლინიკური კვება და დიეტოლოგია: €3,300 წელიწადში
- ხუთწლიანი ფიზიოთერაპია: €4,500 წელიწადში
განაცხადის ადმინისტრაციული საფასური €200-ია.
რატომ Vincent Pol University?
უნივერსიტეტი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს:
- ინგლისურენოვანი განათლება პოლონეთში
- შედარებით ხელმისაწვდომი სწავლის საფასური
- ჯანდაცვის, ბიზნესის ან ტურიზმის პრაქტიკული პროგრამები
- Erasmus+ გაცვლითი პროგრამები და სტაჟირება
- საერთაშორისო სტუდენტური გარემო
- საერთო საცხოვრებლის არჩევანი
- ლუბლინში ხელმისაწვდომი სტუდენტური ცხოვრება
Vincent Pol University განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის პარალელურად პრაქტიკული უნარების განვითარება და ევროპული პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ.
უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში.
დაწვრილებით უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: