საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლისას იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ყოველდღიურობა და რა თქმა უნდა, გარემოსთან ადაპტაცია მარტივი არ არის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სოციუმს და ადგილს, სადაც მოხვდები რომ თავი იგრძნო მშვიდად, უსაფრთხოდ და ლაღად. ამერიკული LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლიეტუვაში კი სწორედ ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც თავს ყველა კომფორტულად გრძნობს. მარიამ გაბუნია LCC-ის კურსდამთავრებულია და გვიყვება თავის გამოცდილებაზე:
“LCC ჩემთვის უნივერსიტეტზე გაცილებით მეტია. ის ჩემი სახლია და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ცხოვრების საუკეთესო წლები კლაიპედაში გავატარე. შორს წამიყვანს ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლა თუ რატომ არის LCC საუკეთესო, ამიტომ ყურადღებას სამ უმთავრეს მიზეზზე გავამახვილებ.
პირველი და უმთავრესი განათლების მაღალი ხარისხია. LCC-ში სწავლების ამერიკული მოდელია, პროფესორების უმეტესობაც ამერიკიდან და კანადიდან არიან და ყველანაირად ცდილობენ უზრუნველყონ მასალის გასაგებად ახსნა. ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ სტუდენტებს საგნების უკეთ ათვისებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლექტორები უამრავ სხვადასხვა აქტივობას იფიქრებენ რომ სწავლის პროცესი საინტერესო და სახალისო გახადონ. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ლექტორების სახლებში ყოველკვირეული შეკრებები და ფინჯან ჩაისა და ორცხობილებთან ერთად გატარებული სასიამოვნო საღამოებია.
მეორე მიზეზი, რის გამოც LCC- ში ყოფნა ბედნიერად მახსენდება უნივერსიტეტის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობაა. გულწრფელად ვამბობ, რომ მთელი უნივერსიტეტი, პრეზიდენტით დაწყებული პროფესორებით დამთავრებული, მზადაა თავი სახლში გაგრძნობინოს. ხელს გიწყობენ მასალის უკეთ ათვისებაში, გაძლევენ საშუალებას იცხოვრო სტუდენტურ საცხოვრებელში, გქონდეს სივრცე განმარტოებისთვის, გაიცნო კურსელები და მათთან ერთად საინტერესო გასართობი აქტივობებიც დაგეგმო, გაიარო პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში, დასაქმდე და ასე შემდეგ.
მესამე მიზეზი, რის გამოც ყველას ვურჩევ LCC-ს, მისი ბიუჯეტურობაა. ეს უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი მილიონერი იყო ან სესხი გამოიტანო. LCC- ში სწავლა ძვირი არ ჯდება, ცხოვრების ხარჯები კი მინიმალურია. ყოველმხრივ კეთილმოწყობილ და ზუსტად უნივერსიტეტის გვერდით მდგარ დორმში ცხოვრება სემესტრში 500 ევრომდე ჯდება, ტრანსპორტით ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 6 ევრომდე, 6 ევროა კამპუსის ტერიტორიაზე არსებულ სპორტ-დარბაზის ულიმიტო აბონემენტის საფასურიც.
LCC ის ადგილია, რომელიც ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. მერწმუნეთ მისი დასრულების შემდეგ გულში სიცარიელე დაგრჩებათ, რომელსაც მხოლოდ უნივერსიტეტში გატარებული ბედნიერი წლების მოგონებები თუ შეავსებს.”
თუ გინდა შემდეგი შენ იყო, შეუერთდი LCC-ის უნივერსიტეტის ვებინარზე 21 თებერვალს 19:30 საათზე და მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და კურსდამთავრებულებისგან პროგრამების, დაფინანსებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. დასწრება სრულიად უფასოა და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSddBdzkQK8XKubWgJz9ZoCheLmGP8nKfqqppxuvLkixqO0iwA/viewform
LCC-ის უნივერსიტეტს საქართველოში განათლების ცენტრი LEAF წარმოადგენს, სადაც სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპზე.