რას ნიშნავს პრესტიჟული უნივერსიტეტი?
რის მიხედვით აარჩევდი რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდი სწავლას? რეიტინგი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორით არ უნდა ავარჩიოთ უნივერსიტეტი. საუნივერსიტეტო გარემო, სტუდენტური ხელშეწყობა, აკადემიური სიძლიერე, სამომავლო პერსპექტივები, და კიდევ სხვა უამრავი დეტალის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტი მიიღებს მაქსიმუმს წარმატებული მომავლისთვის.
სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს რამდენად შეესაბამება კონკრეტული უნივერსიტეტი მის სამომავლო გეგმებს. ვისთვისაც კარიერის სწრაფად დაწყებაა პრიორიტეტი, მნიშვნელოვანია ძლიერი კავშირები კომპანიებთან, სტაჟირებები და კარიერული მხარდაჭერა. სხვას შეიძლება კვლევა, საერთაშორისო გარემო, სიღრმისეული თეორიული ანდა პრაქტიკული სწავლება, ან კონკრეტული ინდუსტრიის ძლიერი ქსელი აინტერესებდეს.
სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან პირადი საუბარი ხშირად ბევრად მეტს გეუბნება, ვიდრე რეიტინგების რამდენიმე საათიანი შედარება.
10 ოქტომბერს თბილისში და 11 ოქტომბერს ბათუმში LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე შეძლებ შეხვდე მსოფლიოში ყველასთვის საოცნებო უნივერსიტეტებს, დაუსვა წარმომადგენლებს კითხვები პროგრამებზე, მიღებაზე, დაფინანსებაზე, სტაჟირებებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე.
გამოფენაზე დასწრება და კონსულტაციები სრულიად უფასოა. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე წელს ბევრი საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით ძლიერი და პრესტიჟული სასწავლებელი:
IE University | ესპანეთი
IE University მადრიდსა და სეგოვიაში მდებარე საერთაშორისო უნივერსიტეტია. განსაკუთრებით გამოირჩევა ბიზნესის, ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებით. აქ სწავლება ინოვაციაზე, პრაქტიკულ პროექტებსა და მეწარმეობაზეა აგებული. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ძლიერი საერთაშორისო გარემო და გლობალურ ბიზნესთან მჭიდრო კავშირებია.
Bocconi University | იტალია
მილანში მდებარე Bocconi ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. უნივერსიტეტს 270-ზე მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქვს პარტნიორობა და სტუდენტებს გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს. განსაკუთრებით ძლიერია მისი რეპუტაცია დამსაქმებლებს შორის და კავშირები საერთაშორისო ბიზნეს ინდუსტრიასთან.
SKEMA Business School | საფრანგეთი
SKEMA განსაკუთრებით საინტერესო არჩევანია მათთვის, ვისაც საერთაშორისო ბიზნესში სურს კარიერა. მისი მთავარი უპირატესობა გლობალური ხედვა და საერთაშორისო გარემოა. სტუდენტები სწავლობენ ბიზნესს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის კონტექსტში, არამედ გლობალური ბაზრის პერსპექტივიდან. SKEMA სწორედ იმ უნივერსიტეტებს შორისაა, რომლის წარმომადგენელსაც LEAF-ის გამოფენაზე პირადად შეხვდებით.
Audencia Business School | საფრანგეთი
Audencia საფრანგეთის ერთ-ერთი პრესტიჟული ბიზნეს სკოლაა. ის მსოფლიოს ბიზნეს სკოლების იმ მცირე ჯგუფში შედის, რომელსაც სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს. განსაკუთრებით ძლიერია მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესისა და მონაცემთა მიმართულებებში. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა Grande École-ის პრესტიჟული პროგრამაც.
Swiss Education Group | შვეიცარია
Swiss Education Group აერთიანებს შვეიცარიის ცნობილ Hospitality სკოლებს, მათ შორის Swiss Hotel Management School-ს, César Ritz Colleges Switzerland-ს, Culinary Arts Academy Switzerland-სა და HIM Business School-ს. მათი მთავარი ძალა პრაქტიკული განათლებაა. სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება რეალურ ინდუსტრიას, სტაჟირებებსა და საერთაშორისო სასტუმრო და luxury სექტორის გამოცდილებას.
Domus Academy | იტალია
თუ შენი პროფესიული ინტერესი დიზაინი ან მოდაა, Domus Academy ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არჩევანია. მილანში მდებარე უნივერსიტეტი განათლებას რეალურ ინდუსტრიულ პროექტებთან აერთიანებს. სტუდენტები თანამშრომლობენ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Cartier, Armani, BMW, Fendi და Maserati. აქ სწავლა მხოლოდ პორტფოლიოს შექმნას არ ნიშნავს. სტუდენტი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ქმნის პროფესიულ კონტაქტებს დიზაინისა და მოდის ინდუსტრიაში.
IED – Istituto Europeo di Design | იტალია
IED მსოფლიოში აღიარებული დიზაინის უნივერსიტეტია და განსაკუთრებით ძლიერია მოდის, დიზაინისა და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კომპანიებთან თანამშრომლობაა. აქვს პროექტები და პარტნიორობა BMW-სთან, Gucci-სთან და UNDP-სთან, რაც სტუდენტებს რეალურ პროფესიულ ქეისებზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
საბოლოოდ, უნივერსიტეტის პრესტიჟი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ რას მოგცემს კონკრეტულად შენ ეს უნივერსიტეტი. პრესტიჟული უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ შესაძლებლობების მასშტაბია. ძლიერი აკადემიური გარემო, საერთაშორისო სტუდენტები, მსოფლიო დონის კომპანიებთან თანამშრომლობა და კურსდამთავრებულთა გლობალური ქსელი ხშირად სტუდენტს კარიერის დასაწყისშივე აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას.
ამიტომ მოდი გამოფენაზე, პირადად შეხვდი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და გაარკვიე ყველაფერი, რაც დაგეხმარება გადაწყვიტელბის მიღებაში.
🟢თბილისი, 10 ოქტომბერი, 📍 The Biltmore Tbilisi Hotel, 12:00-17:00
🟢ბათუმი, 11 ოქტომბერი,📍 Radisson Blu Hotel Batumi, 13:00-17:00
LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
გამოფენის ოქროს სპონსორია: Constructor University
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:


