რატომ უნდა აირჩიო კანადა სასწავლო მიმართულებად?

რატომ უნდა აირჩიო კანადა სასწავლო მიმართულებად?

ბოლო დროს, კანადა საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ხდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბაკალავრიატის პერიოდში მხოლოდ აკადემიური განათლება კი არა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და მომავალი კარიერისთვის მომზადებაც სურს.

კანადურ უნივერსიტეტებში სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც ტრადიციული Bachelor’s Degree, ისე პროგრამები, რომლებიც სწავლას Co-op, internship ან სხვა work-integrated learning გამოცდილებასთან აერთიანებს.

კანადაში სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ 10 ოქტომბერს თბილისში LEAF-ის განათლების გამოფენაზე მოხვიდეთ და პირადად შეხვდეთ წარმომადგენელს კანადიდან. 

🟢თბილისი, 10 ოქტომბერი, 12:00 📍 The Biltmore Tbilisi Hotel

თანაც, გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა, შეუძლია ყველას და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას:  https://leaf.ge/fair-registration-2026/

 

რა მიმართულებების სწავლაა პოპულარული კანადაში?

კანადურ უნივერსიტეტებში პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებებია:

  • Business, Finance და Management
  • Computer Science და Software Engineering
  • Artificial Intelligence და Data Science
  • Engineering
  • Economics
  • Life Sciences და Health Sciences
  • Environmental Sciences
  • Media, Communication და Design

ზოგ უნივერსიტეტში ამ მიმართულებების ფარგლებში შესაძლებელია Co-op პროგრამის არჩევაც.

რა არის Co-op და რატომ არის მნიშვნელოვანი?

Co-op არის სასწავლო მოდელი, სადაც სტუდენტი უნივერსიტეტში სწავლას რეალურ სამუშაო გამოცდილებას უთავსებს.

მაგალითად, სტუდენტმა შეიძლება რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტში ისწავლოს, შემდეგ კი გარკვეული პერიოდი თავისი სპეციალობის შესაბამის კომპანიაში იმუშაოს.

ეს შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტს ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დასრულებამდე დააგროვოს:

  • რეალური პროფესიული გამოცდილება
  • კანადური სამუშაო გამოცდილება
  • პროფესიული კონტაქტები
  • გამოცდილება CV-სთვის
  • უკეთესი წარმოდგენა საკუთარ მომავალ პროფესიაზე

შეუძლია თუ არა სტუდენტს სწავლის პარალელურად მუშაობა?

შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში საერთაშორისო სტუდენტს სასწავლო სემესტრის განმავლობაში შეუძლია off-campus კვირაში მაქსიმუმ 24 საათი მუშაობა.

უნივერსიტეტის ოფიციალური არდადეგების პერიოდში კი შესაძლებელია შეუზღუდავი საათებით მუშაობაც.

ეს შეიძლება დაეხმაროს სტუდენტს ყოველდღიური ხარჯების ნაწილობრივ დაფარვასა და სამუშაო გამოცდილების მიღებაში, თუმცა კანადაში წასვლის ფინანსური გეგმა მხოლოდ მომავალ სამუშაოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

რამდენი ღირს ბაკალავრიატი კანადაში?

სწავლის საფასური ძალიან განსხვავდება უნივერსიტეტისა და პროგრამის მიხედვით.

2026 – 2027 წლის ოფიციალური უნივერსიტეტების ტარიფებით, საერთაშორისო სტუდენტისთვის ბაალავრიატზე სწავლისას ფასის რენჯი CAD 22,000-დან CAD 75,000-მდე წელიწადში მერყეობს.

რა თანხა სჭირდება ოჯახს Study Permit-ისთვის?

ეს კანადაში სწავლის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

Study Permit-ის განაცხადისას ოჯახმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია დაფაროს: პირველი წლის საფასური + ცხოვრების ხარჯები + მგზავრობა.

რა შესაძლებლობა აქვს სტუდენტს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ?

კანადის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა Post-Graduation Work Permit, PGWP.

შესაბამისი უნივერსიტეტისა და პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია კანადაში დარჩენა და აქვს მუშაობის შესაძლებლობა PGWP-ის საფუძველზე. ეს არის შესაძლებლობა პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განათლებიდან სამუშაო ბაზარზე გადასვლისთვის.

რატომ ღირს კანადის არჩევა?

კანადა განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტისთვის, რომელსაც სურს ბაკალავრიატი იყოს არა მხოლოდ ოთხწლიანი აკადემიური გამოცდილება, არამედ მომავალი კარიერის დასაწყისიც.

მისი მთავარი უპირატესობებია:

  • საერთაშორისო დონეზე აღიარებული უნივერსიტეტები
  • პროგრამების ფართო არჩევანი
  • Co-op და internship შესაძლებლობები
  • სწავლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა
  • რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება ბაკალავრიატის პერიოდში
  • PGWP-ის საშუალებით სწავლის შემდეგ კანადაში მუშაობის შესაძლებლობა
  • ძლიერი პროგრამები Business, Technology, Engineering, Science და სხვა მიმართულებებში

LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი  

LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia 

გამოფენის ოქროს სპონსორია: Constructor University

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

რას ნიშნავს პრესტიჟული უნივერსიტეტი?

  რას ნიშნავს პრესტიჟული უნივერსიტეტი? რის მიხედვით აარჩევდი რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდი სწავლას? რეიტინგი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორით არ უნდა ავარჩიოთ უნივერსიტეტი.

გერმანიაში სწავლაზე გიფიქრია?

  იცი, რატომ ირჩევს ყოველწლიურად ასობით საერთაშორისო სტუდენტი გერმანიას? რას მოგცემს აქ მიღებული განათლება და რა შესაძლებლობებს გაგიხსნის მომავალში? თუ ეძებ ინგლისურენოვან განათლებას გერმანიაში, საერთაშორისო

როგორ აბარებენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ?

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, ესეიგი საზღვარგარეთ სწავლაზე ერთხელ მაინც გიფიქრია ან  შეიძლება დღესაც ეძებდე ამის შესაძლებლობას. საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ყველას შეუძლია სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით