როგორ აბარებენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ?

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, ესეიგი საზღვარგარეთ სწავლაზე ერთხელ მაინც გიფიქრია ან  შეიძლება დღესაც ეძებდე ამის შესაძლებლობას. საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ყველას შეუძლია სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით და შესაბამისი ადამიანების ჩართულობით, რომ ზუსტად შენს ბიუჯეტსა და ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტი იპოვო, რაც მაქსიმალურად გაზრდის შენი უნივერსიტეტში ჩარიცხვის და დაფინანსების მოპოვების შანსებს.

ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ქართველი სტუდენტი იღებს საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილებას, რასაც ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და სხვა.

საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები დღეს ბევრად უფრო ხელმისაწვდომია,  ყველანაირი ბიუჯეტის და ინტერესისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტის მოძიება. თანაც, სწორი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად გამარტივდა – აღარ არის საჭირო საათობით ინტერნეტში ძებნა და მონაცემების გადამოწმება. 

განათლების ცენტრი LEAF ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებს, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შანსი პირადად შეხვდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, დასვან კითხვები და მიიღონ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

სწორედ ასეთი გამოფენა ახლა გაიმართება 10 ოქტომბერს თბილისში და 11 ოქტომბერს ბათუმში – უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ. თანაც, ვიზიტი და კონსულტაციები სრულიად უფასოა, მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო:   https://leaf.ge/fair-registration-2026/.

 

LEAF-ში მოსულ საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჰყავთ ინდივიდუალური აკადემიური მრჩეველები, რომლებიც მათ ინტერესებზე, ბიუჯეტსა და აკადემიურ მონაცემებზე მორგებულ  უნივერსიტეტებს სთავაზობენ და ეხმარებიან სრულ სააპლიკაციო პროცესში: უნივერსიტეტებზე მორგებული CV-ის შექმენა, ესსეების და სამოტივაციო წერილების დამუშავება, ინტერვიუსთვის მზადება, ფინანსური აპლიკაციის შევსება დაფინანსების მოსაპოვებლად და ა.შ.

აკადემიური მრჩევლების შეფასებით, ქართველ აპლიკანტებში განსაკუთრებით მოთხოვნადია საბაკალავრო პროგრამები და დაახლოებით სტუდენტების 70% სწორედ ამ საფეხურს ირჩევს საზღვარგარეთ სწავლისთვის, ძირითადად ამერიკასა და ევროპაში, ევროპაში სწავლა მაინც უფრო ლიდერ პოზიციაზეა. მაგისტრატურის მსურველთათვის ძირითადი არჩევანი ევროპასა და დიდ ბრიტანეთზე მოდის.

ამერიკული უნივერსიტეტების VS ევროპული უნივერსიტეტების მიმოხილვა:

ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია,  დაახლოებით 25 000 აშშ დოლარიდან იწყება. სტუდენტებს სჭირდებათ მაღალი აკადემიური მოსწრება და კონკურენტუნარიანი რეზიუმე, რომ შეძლონ მაღალი დაფინანსებების მოპოვება. 


ევროპულ უნივერსიტეტებს რაც შეეხება, ყველანაირი ფასის უნივერსიტეტები არსებობს, აღმოსავლეთ ევროპა ძირითადად 3000 – 8000 ევროს ფარგლებშია წლიური ბიუჯეტი, ცენტრალური ევროპა 8 000 – 25 000 ევროს ფარგლებში. აქაც შესაძლებელია ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებების მოპოვება.

დაფინანსება

სასწავლო დაფინანსება არსებობს  ორი ტიპის დამსახურებაზე  დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.   

დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას, 

საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება ბანკის ცნობებით და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.

სწავლის დაფინანსებას წყვეტს უნივერსიტეტი იმ წელს შესული განაცხადების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება სასწავლო პროგრამას და ცხოვრების ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის კი ერთიანად მოიაზრება ხარჯები. 

გასულ წელს LEAF-ის კურსდამთავრებულებმა ევროპის, ამერიკის და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ჯამში 6,5 მილიონ დოლარამდე დაფინანსება მოიპოვეს და წარმატებით იწყებენ სწავლას საერთაშორისო გარემოში.

სასტიპენდიო პროგრამები:

უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებებთან ერთად, არსებობს რამდენიმე სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა, რაც მოიცავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების დაფარვას. ასეთებია: Chevening დიდ ბრიტანეთში და Fullbright ამერიკაში მაგისტრატურისთვის, ასევე Hungaricum-ის სტიპენდია უნგრეთში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 

LEAF-ის გამოფენა საუკეთესო ადგილია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობების გასაგებად და სწორედ ამიტომ ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ. თანაც, გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა, შეუძლია ყველას.

🟢თბილისი, 10 ოქტომბერი, 12:00 📍 The Biltmore Tbilisi Hotel

🟢ბათუმი, 11 ოქტომბერი, 13:00 📍 Radisson Blu Hotel Batumi


საერთაშორისო განათლების მიღება სტუდენტებს სთავაზობს ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების უნიკალურ კომბინაციას. მაღალი აკადემიური სტანდარტები, პრაქტიკული მიდგომები და კულტურული მრავალფეროვნება აყალიბებს სტუდენტებს როგორც კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან, შეიტანონ წვლილი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე.

საზღვარგარეთ მიღებული განათლება ახალგაზრდებს უფართოებს თვალსაწიერს, წარმოდგენას უქმნის მრავალი სხვადასხვა მიმართულებით და აძლევს ცოდნას სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკების შესახებ, ამიტომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მისთვის საინტერესო სფეროში და განავითაროს ქვეყნის მასშტაბით.

LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი  

LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia 

გამოფენის ოქროს სპონსორია: Constructor University

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

გერმანიაში სწავლაზე გიფიქრია?

  იცი, რატომ ირჩევს ყოველწლიურად ასობით საერთაშორისო სტუდენტი გერმანიას? რას მოგცემს აქ მიღებული განათლება და რა შესაძლებლობებს გაგიხსნის მომავალში? თუ ეძებ ინგლისურენოვან განათლებას გერმანიაში, საერთაშორისო

საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა და დაფინანსება

 როგორ ჩააბარო საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვო დაფინანსება? იტალია, გერმანია, ესპანეთი, ამერიკა, ბრიტანეთი… რომელ ქვეყანაში ისურვებდი სწავლას და ცხოვრებას? რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი რის მიხედვითაც

IE University – ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

IE University – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი აკადემიური ბრწყინვალება, მაღალი ხარისხის პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები და ძლიერი კარიერული პერსპექტივები – სწორედ ესაა