გერმანიაში სწავლაზე გიფიქრია?

 

იცი, რატომ ირჩევს ყოველწლიურად ასობით საერთაშორისო სტუდენტი გერმანიას? რას მოგცემს აქ მიღებული განათლება და რა შესაძლებლობებს გაგიხსნის მომავალში?

თუ ეძებ ინგლისურენოვან განათლებას გერმანიაში, საერთაშორისო გარემოს, კამპუსურ ცხოვრებას და პრაქტიკულ გამოცდილებას, Constructor University შეიძლება შენთვის ძალიან საინტერესო არჩევანი იყოს.

უნივერსიტეტში არაერთი ქართველი სტუდენტი უკვე წარმატებით სწავლობს, ახლა კი Constructor University-ის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოდის, რათა მომავალ ქართველ სტუდენტებს პირადად შეხვდეს.

მასთან პირადად შეხვედრას LEAF-ის გამოფენაზე თბილისსა და ბათუმში შეძლებ და გაიგებ უნივერსიტეტისა და აქ ჩაბარების შესახებ ყველაფერს. ამიტომ ჩაინიშნე:

🟢თბილისი, 10 ოქტომბერი, 12:00 📍 The Biltmore Tbilisi Hotel

🟢ბათუმი, 11 ოქტომბერი, 13:00 📍 Radisson Blu Hotel Batumi


თანაც, გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა, შეუძლია ყველას და ამისთვის მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო:  https://leaf.ge/fair-registration-2026/

რატომ ირჩევენ Constructor University-ს?

ეს ამერიკული სტრუქტურის სასწავლებელია: უნივერსიტეტი და საცხოვრებელი კამპუსი ერთ სივრცეში. უნივერსიტეტი ბრემენში მდებარეობს და გამოირჩევა სრულად ინგლისურენოვანი პროგრამებით, საერთაშორისო სტუდენტური გარემოთი, პრაქტიკულ და კვლევით პროექტებში ჩართულობით, თანამედროვე კამპუსით და სტუდენტების კარიერული და სტაჟირების მხარდაჭერით.

რას ისწავლი?

Constructor University გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
  • მონაცემთა მეცნიერება
  • ინჟინერია
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ფსიქოლოგია
  • ბიოქიმია და ფიზიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები

სწავლის პროცესში სტუდენტები მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლებიან და აქტიურად ერთვებიან რეალურ პროექტებსა და კვლევებში, მუშაობენ ლაბორატორიებში და იღებენ სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას.

კარიერა და სტაჟირება

უნივერსიტეტი გამოირჩევა უმაღლესი კვლევითი ხარისხითა და სამეცნიერო ჩართულობით. აქტიური კავშირი აქვს წამყვან საერთაშორისო დამსაქმებლებთან. 

უნივერსიტეტის კარიერული ცენტრი სტუდენტებს ეხმარება სტაჟირების მოძიებაში, CV-ის მომზადებაში, გასაუბრებებისთვის მზადებასა და კარიერის დაგეგმვაში.

Constructor University-ს კავშირები აქვს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა Mercedes-Benz, Siemens, Airbus, Google და Microsoft, Siemens, UNESCO და სხვა.

კამპუსური ცხოვრება

სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ უნივერსიტეტის მწვანე კამპუსზე, სადაც არის საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სპორტული სივრცეები და სტუდენტური კლუბები.

თუ შენთვის მნიშვნელოვანია გერმანიაში სწავლა, ინგლისურენოვანი პროგრამა, პრაქტიკული გამოცდილება და საერთაშორისო სტუდენტური ცხოვრება, Constructor University ნამდვილად ღირს განხილვად.

Constructor University იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ხარისხიანი საერთაშორისო განათლება გერმანიაში, გააფართოვოს აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტები, და იყოს სამყაროს მომავლის ფორმირების აქტიური ნაწილი.

თუ შენს არჩევანს  Constructor University-ზე შეაჩერებ, გახსოვდეს, რომ უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში LEAF სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ სრულ სააპლიკაციო პროცესში. ამიტომ არ გამოტოვო გამოფენაზე უნივერსიტეტთან კონსულტაცია, რაც დაგეხმარება დაგეგმო შენი საერთაშორისო კარიერა.

LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი  

LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia 

გამოფენის ოქროს სპონსორია: Constructor University

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

როგორ აბარებენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ?

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, ესეიგი საზღვარგარეთ სწავლაზე ერთხელ მაინც გიფიქრია ან  შეიძლება დღესაც ეძებდე ამის შესაძლებლობას. საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ყველას შეუძლია სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით

საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა და დაფინანსება

 როგორ ჩააბარო საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვო დაფინანსება? იტალია, გერმანია, ესპანეთი, ამერიკა, ბრიტანეთი… რომელ ქვეყანაში ისურვებდი სწავლას და ცხოვრებას? რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი რის მიხედვითაც

IE University – ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

IE University – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი აკადემიური ბრწყინვალება, მაღალი ხარისხის პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები და ძლიერი კარიერული პერსპექტივები – სწორედ ესაა