მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები

როდესაც პროფესიის არჩევაზე ფიქრობ, რა არის შენთვის გადამწყვეტი ფაქტორი? 

როგორ უნდა აირჩიო პროფესია, რომელიც სამომავლოდაც პერსპექტიული იქნება, მოთხოვნადი და შემოსავლიანიც?

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ფაქტია, რომ მომავლის პროფესიები კომპიუტერული მეცნიერება, მონაცემთა მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია, რობოტიკა და მსგავსი მიმართულებებია.

ეს ის ინდუსტრიაა ყოველდღიურად რომ ვითარდება და ცვლის სამყაროს. ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა დიჯიტალიზაციის სწრაფი მიღწევების გამო. სამუშაო ბაზარი საკმაოდ ძლიერია, რაც დიდ შესაძლებლობებს გთავაზობს და აქ განსაკუთრებით ფასდება კვალიფიციური კადრის არსებობა.

დასაფიქრებელი ფაქტორია ამ ინდუსტრიაში კონკურენტული ანაზღაურებებიც. კვალიფიციურ პროფესიონალებზე მოთხოვნა ხშირად აჭარბებს მიწოდებას, რაც იწვევს მაღალ ხელფასებს. იმდენად მოთხოვნადი პროფესიაა ყველა სექტორში, რომ შენი ცოდნა მნიშვნელოვნად დაფასდება და ძალიან მარტივად შეძლებ იპოვო შენთვის საინტერესო სფერო და იმუშაო კომპიუტერული პროგრამირების უზრუნველყოფის მიმართულებით.

უნივერსიტეტები დიდ ინვესტიციებს დებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვონ სასწავლო ლაბორატორიები, რათა კონკურენტუნარიანი კადრების შეთავაზება შეძლონ სამუშაო ბაზრისთვის. თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მუდმივად განახლებულ სასწავლო პროგრამებს სთავაზობენ სტუდენტებს და დასაქმებაშიც ეხმარებიან მათ.

სწორედ ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლები ახლა თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამები და დასაქმების პერსპექტივები გააცნონ.

6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/

მანამდე კი გაიცანი უნივერსიტეტები, 

სადაც ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი განათლების და სამუშაო გამოცდილების მიღება შეგიძლია და დაგეგმე მათთან შეხვედრა გამოფენაზე:

  • IE University ესპანეთში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკადემიური სიძლიერით და მაღალი ხარისხის პროგრამებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს.
  • Constructor University კომპიუტერული მეცნიერებებითა და ბიო ტექნოლოგიების შესწავლით დაინტერესებულთათვის საუკეთესო უნივერსიტეტია. მდებარეობს გერმანიაში, სასწავლო პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტებს საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთოთ პირველივე კურსიდან. უნივერსიტეტი გაძლევს შანსს მიიღო სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება.
  • University of Europe for Applied Sciences არის Global University Systems-ის წევრი და ეს სტრატეგიული ალიანსი ხსნის შეუზღუდავ კარიერულ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბაზარზე. აქ პრაქტიკაზე ორიენტირებული გარემოა საერთაშორისო თეორიული მოთხოვნებისა და პრაქტიკული განხორციელების თანმიმდევრული კომბინაციით, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისთვის უნიკალური პროფილის შექმნას. სასწავლო გარემოში ერთიანდება კრეატიულობა, ციფრული აზროვნება და სამეწარმეო აქტივობები, რაც არღვევს ტრადიციულ აკადემიურ ჩარჩოს და გთავაზობთ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ხარისხს, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ განვითარებას.
  • Vilnius University – ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი მაღალი ხარისხის განათლების მიღება. ვილნიუსის უნივერსიტეტი გთავაზობთ აკადემიური პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა დარგში. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან.
  • Turiba University პირველი კერძო უნივერსიტეტია ლატვიაში, რიგაში, და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებაზე, პროფესორები გამოცდილი ექსპერტები არიან თავიან სფეროებში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შეხედულებები და ინდუსტრიის ცოდნა შემოაქვთ სალექციო აუდიტორიებში. ბევრი პროგრამა მოიცავს სტაჟირებას, პრაქტიკულ პროექტებს და სიმულაციებს რეალურ სამყაროში გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
  • EKA University of Applied Sciences -ში სწავლა განსაკუთრებით ბიუჯეტურადაა შესაძლებელი. უნივერსიტეტს ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია. უნივერსიტეტი U-Multirank-ის სარეიტინგო სიაში წამყვან პოზიციებზეა ლატვიურ კერძო უნივერსიტეტებს შორის.

გამოფენაზე განათლების ცენტრ LEAF-ის განათლების კონსულტანტები დაგხვდებიან, რომლებიც შენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაგეხმარებიან და სრულ სააპლიკაციო პროცესს შენთან ერთად გაივლიან.

ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:

  • 6 აპრილი, 12:00 – 17:00 სთ
  • თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
  • რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/ 
  • LEAF-ის ოქროს სპონსორია QS World University Rankings
  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
  • LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
  • სასმლის კაფსულების მწარმოებელი კომპანია მეამა
  • კანტის აკადემია
  • საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook
  • ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
  • გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive

 

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,