ისწავლე კულინარია და სასტუმრო მენეჯმენტი შვეიცარიაში

სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის ბიზნესი უფრო და უფრო ვითარდება და მოთხოვნადი დასაქმების სფერო ხდება. 

ეს ბაზარი საქართველოშიც სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და ეს სფერო აინტერესებს, მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ ამ მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად.

უნივერსიტეტის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო დასაქმების პერსპექტივების განსაზღვრას. უნივერსიტეტები თანამშრომლობენ Hospitality ინდუსტრიის მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და ხელს უწყობენ სტუდენტებს სტაჟირებებსა და დასაქმებაში. ერთ-ერთი ასეთი უნივერსიტეტია BHMS Business & Hotel Management School, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს.

სწორედ ახლა, ამ უნივერსიტეტის წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის და ყველა დაინტერესებულს შესაძლებლობა ექნება პირადად მიიღოს საჭირო ინფორმაცია პროგრამების, ფასებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.


BHMS-ის უნივერსიტეტს საქართველოში განათლების ცენტრი LEAF წარმოადგენს. 

თანამშრომლობის ფარგლებში LEAF-ის კონსულტანტები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან.

უნივერსიტეტის პრეზენტაცია 11 აპრილს 19:30 საათზე გაიმართება Pullman Axis Towers-ში, დასასწრებად მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდებათ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeKBGy5VxGeJ3EH23odoOOJOQgWIdgMxd9fcpK-PjcGYzUijg/viewform

BHMS უნივერსიტეტს დასაქმებისა და სასწავლო პროგრამების მიმართულებით 5 ვარსკვლავი მიანიჭა ცნობილმა საუნივერსიტეტო რეიტინგების, კვლევებისა და განაცხადების ბრიტანულმა პლატფორმა QS World University Rankings-მა.

BHMS Business & Hotel Management School მდებარეობს ქალაქ ლუცერნში, შვეიცარიაში. უნივერსიტეტი უნიკალურია სწავლისა და მუშაობის ერთობლივი პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში.

უნივერსიტეტი გარანტირებულ მომავალს და დასაქმების ხელშეწყობას გთავაზობთ ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორებიცაა: ჰილტონის, მერიოტის და ამარის სასტუმროთა ქსელში ამერიკის, ევროპისა და აზიის მასშტაბით.

უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებულია თანამედროვე სამზარეულოები, სტუდენტების მიერ შექმნილი რესტორანი, ღვინის მარანი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

უნივერსიტეტი სტუმარმასპინძლობისა და კულინარიის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს დაინტერესებულებს. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც 3 ან 6 თვიან კურსებზე, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:

  • სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
  • ბიზნესის მენეჯმენტი
  • კულინარიული ხელოვნება

გამოიყენე შანსი ისწავლო შვეიცარიის ერთ – ერთ საუკეთესო ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო მენეჯმენტის უნივერსიტეტში. მიიღე შესაძლებლობა დასაქმდე მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებში ან ისწავლე როგორ შექმნა შენი წარმატებული ბიზნესი და როგორ აქციო შენი ჰობი პროფესიად.

შეხვდი უნივერსიტეტის წარმომადგენელს!

11 აპრილი, 19:30 სთ

თბილისი, Pullman Axis Towers.

 

 

 

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,