როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის, რომ შენთვის კარიერული შესაძლებლობები და სწავლის გზები გაგაცნოს.

რატომ არის სწორი უნივერსიტეტის შერჩევა ასე მნიშვნელოვანი?


ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით სწავლის დაწყება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში შენი წარმატებული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა, უნივერსიტეტების დიდი არჩევანი ხშირად გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. როგორ უნდა აირჩიო უნივერსიტეტი, რომელიც შენს ინტერესებს, მიზნებს და ბიუჯეტს საუკეთესოდ შეესაბამება?

გაეცანი დეტალებს პირადად!
5 ოქტომბერს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, შეგიძლია პირადად შეხვდე Domus Academy-ის წარმომადგენლებს. კონსულტაცია უფასოა! უბრალოდ დარეგისტრირდი აქ და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სწავლის, მიღების პროცესის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

რა შესაძლებლობები გელოდება Domus Academy-ში?
Domus Academy, რომელიც მილანშია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინის სკოლად არის აღიარებული. ის გთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით. აქ სწავლა არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას მოგცემს, არამედ პრაქტიკული პროექტების, სტაჟირებებისა და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობასაც.
შანსი გექნება დაესწრო მასტერკლასებს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან და დაამყარო კავშირები, რომლებიც შენს კარიერულ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Domus Academy-ის შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

  • Design Innovation (2 წელი)
  • Interior & Living Design (1 წელი)
  • Product Design (1 წელი)
  • Urban Vision & Architectural Design (1 წელი)

დაიწყე შენი მომავალი ახლა!
თუ მიზნად გაქვს საკუთარი ბრენდის შექმნა ან გინდა მსოფლიო დონეზე წამყვან კომპანიებში წვლილი შეიტანო, პირველ ნაბიჯებს Domus Academy-ში უნდა გადადგა. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება, მოითხოვს ინოვაციურ ხედვასა და კრეატიულობის საზღვრების გადალახვას.

არ გამოტოვო ეს შანსი!
5 ოქტომბერი
12:00 – 17:00
The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია უფასოა – დარეგისტრირდი https://leaf.ge/registration/

Domus Academy განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორია, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების ყველა ეტაპზე LEAF-ის აკადემიური მრჩევლები დაგეხმარებიან.

გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark

სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook

 

რატომ უნდა აირჩიო კანადა სასწავლო მიმართულებად?

რატომ უნდა აირჩიო კანადა სასწავლო მიმართულებად? ბოლო დროს, კანადა საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ხდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბაკალავრიატის პერიოდში მხოლოდ აკადემიური განათლება კი

რას ნიშნავს პრესტიჟული უნივერსიტეტი?

  რას ნიშნავს პრესტიჟული უნივერსიტეტი? რის მიხედვით აარჩევდი რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდი სწავლას? რეიტინგი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორით არ უნდა ავარჩიოთ უნივერსიტეტი.

გერმანიაში სწავლაზე გიფიქრია?

  იცი, რატომ ირჩევს ყოველწლიურად ასობით საერთაშორისო სტუდენტი გერმანიას? რას მოგცემს აქ მიღებული განათლება და რა შესაძლებლობებს გაგიხსნის მომავალში? თუ ეძებ ინგლისურენოვან განათლებას გერმანიაში, საერთაშორისო