შვეიცარული განათლება და დასაქმების პერსპექტივები

შვეიცარული განათლება და Michelin-ის ვარსკვლავიან რესტორანში დასაქმების პერსპექტივა

სად უნდა შეისწავლო Hospitality თუ არა შვეიცარიაში? ქვეყანა, სადაც ყველა დეტალი უმაღლესი ხარისხით ფასობს და მომსახურების სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

EHL Hospitality Business School შვეიცარიის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია სტუმარმასპინძლობის შესასასწავლად და გაძლევს კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო კარიერისთვის თანამედროვე გლობალურ სერვის ინდუსტრიაში.

პროგრამები შექმნილია Hospitality სფეროს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობით და ავითარებს როგორც პროფესიულ, ისე მრავალდისციპლინურ უნარებს, რომლებიც ერთდროულად მოთხოვნადიც არის და მომავლისთვისაც აუცილებელიც.

უნივერსიტეტში ჯერ სულ რამდენიმე ქართველი სტუდენტია, ამიტომ EHL-ის წარმომადგენელი საქართველოში ქართველი სტუდენტების აღმოაჩენად ჩამოდის. შენ კი თუ შვეიცარიას და Hospitality სფეროს შენს მომავალ მიზნად განიხილავ, შანსი გეძლევა წარმომადგენელს პირადად შეხვდე და სრული ინფორმაცია მიიღო რაც გაინტერესებს. ამიტომ ახლავე ჩანიშნე მასთან კონსულტაცია: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/ 

EHL გაძლევს წვდომას ძლიერ გლობალურ ქსელზე და რესურსებზე, რომლებიც დაგეხმარება არა მხოლოდ ბაზარზე შენი ადგილის დამკვიდრებაში, არამედ საკუთარი წარმატებული სამეწარმეო პროექტის დაწყებაშიც.

კურსდამთავრებულების 95%-ზე მეტი სამუშაოს პოულობს სწავლის დასრულების შემდეგ ერთ წელზე ნაკლებ დროში, და არამხოლოდ სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში, ბევრი აგრძელებს კარიერას საერთაშორისო კომპანიებში ბიზნესის განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე, კონსულტაციებსა და ლუქს ბრენდების მომსახურებასა თუ მენეჯმენტში.

EHL Hospitality Business School საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად პირველ პოზიციაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლომი გლობალურად აღიარებულია და კურსდამთავრებულებისთვის კარიერის კარი ყველა ქვეყანაში იღება.

უნივერსიტეტში სწავლება მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება, პირველივე წლიდან სტუდენტები პრაქტიკას გადიან რეალურ გარემოში, რესტორნებსა და სასტუმროებში. კამპუსზეც მოქმედებს Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორანი, სადაც სტუდენტები უშუალოდ მუშაობენ. თუ უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგებს შეუერთდები, შენც გექნება შანსი ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოგადგება.

რატომ უნდა აირჩიო EHL?

✔ შვეიცარული განათლების უმაღლესი ხარისხი
✔ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
✔ საერთაშორისო სტუდენტური გარემო
✔ კარიერული შესაძლებლობები სხვადასხვა ინდუსტრიაში

უნივერსიტეტში შეგიძლია ისწავლო როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ასევე მოკლევადიან კურსებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი
  • გლობალური სტუმარმასპინძლობის ბიზნესი
  • კულინარია (სასერტიფიკატო კურსები) 

უნივერსიტეტის აქვს ფართო საერთაშორისო პარტნიორების ქსელი და სასწავლო პროგრამაში შეტანილია 6 თვიანი სავალდებულო სტაჟირება, რაშიც EHL-ის Career Services Team აქტიურად ეხმარება სტუდენტებს. 


სტუდენტებს და ალუმნებს ასევე აქვთ სპეციალური EHL Job Platform, სადაც განახლებული სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები ქვეყნდება. ასევე, ყოველ სემესტრში EHL ორგანიზებას უწევს Career Fair‑ებს, სადაც წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Four Seasons, Accor, Hyatt, AB InBev, Migros და სხვები უშუალოდ კამპუსში ხვდებიან სტუდენტებს და სთავაზობენ მათ დასაქმებას.

თუ დაინტერესებული ხარ Hospitality მიმართულებით და გინდა მიიღო შვეიცარული განათლება და შეგეძლოს დასაქმდე მსოფლიო დონის კომპანიებში, არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს. პირადი კონსულტაციით შენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, რის შემდეგაც განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან. კონსულტაცია სრულიად უფასოა, მთავარია დარეგისტრირდე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/ 

📆11 ოქტომბერი

🕛12:00 -17:00 სთ

📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel 

📆12 ოქტომბერი

🕛13:00 -18:00 სთ

📍ბათუმი,  Radisson Blu Hotel Batumi

  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
  • პროექტის პარტნიორია ბარამბო
  • LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია  BPN

    გამოფენის ოქროს სპონსორია American University in Bulgaria, ხოლო ვერცხლის  სპონსორები: LCC International, EHL Hospitality Business School.

                LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

  • განათლების გამოფენის პარტნიორია კრედო ბანკი
  • ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
  • საერთაშორისო აკადემია ლოგოსი  
    გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული

როგორ ისწავლო ევროპაში ბიუჯეტურად?

თუ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურისთვის ბიუჯეტურ უნივერსიტეტს ეძებ საზღვარგარეთ, ამერიკული სტილის განათლება შუაგულ ევროპაში და LCC International University  შეიძლება შენი საუკეთესო არჩევანი იყოს.ლიეტუვაში, კლაიპედაში, ბალტიის ზღვის