რა ახდენს გავლენას პროფესიის არჩევაზე? როგორ უნდა დაგეგმო კარიერა ადრეულ ასაკში ისე, რომ სწორ გზას დაადგე და ზუსტად მიიღო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც სამომავლოდ გამოგადგება. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია უნივერსიტეტი, სადაც შესაბამისი განათლება უნდა მიიღო.
ნიკოლოზ კირვალიძე განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებულია, და მომავალი სასწავლო წლიდან ესპანეთში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ IE University-ში ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის 60 000 ევროს დაფინანსებით.
ნიკოლოზი თავის გავლილ გზას და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს:
რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლა და რა იყო შენთვის მთავარი მოტივაცია?
გადავწყვიტე მესწავლა საზღვარგარეთ, რადგან მინდოდა გლობალური ხედვის განვითარება და ინოვაციურ გარემოში გამოცდილების მიღება. IE უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მომხიბლა მათი მულტიკულტურული გარემოთი და ლიდერობისა და სოციალური გავლენის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებით. ასევე, საზღვარგარეთ სწავლა მაძლევს საშუალებას გამოვიდე კომფორტის ზონიდან და მივიღო ისეთი გამოცდილება, რაც სამომავლოდ ბიზნესის სფეროში გამომადგება.
უნივერსიტეტის არჩევის პროცესში რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისეთი გარემოს პოვნა, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მომცემდა. ასევე უნივერსიტეტის რეიტინგი სხვა უნივერსიტეტებს შორის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. IE ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლაა და მუდმივად იკავებს მაღალ ადგილებს საერთაშორისო რეიტინგებში.
როგორ აირჩიე შენი პროფესიული გზა და რა იყო შენთვის ამ პროცესში ყველაზე შთამაგონებელი?
ჩემი პროფესიული გზის არჩევაზე დიდი გავლენა მამაჩემმა მოახდინა, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მართავდა საკუთარ საქმიანობას, იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და პრობლემებს ინოვაციურად წყვეტდა. ეს პროცესი ყოველთვის მიზიდავდა და ინსპირაციას მაძლევდა. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, უფრო ღრმად შემესწავლა ბიზნესის საფუძვლები.
რა მოლოდინები გაქვს ცხოვრების ახალ ეტაპზე შერჩეულ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში?
მოლოდინი მაქვს, რომ IE-ში სწავლა მომცემს ახალი იდეების და რეალური პრაქტიკის მიღების, ასევე გლობალური პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას. მოხარული ვარ, რომ მრავალფეროვან გარემოში ვისწავლი და მომეცემა შანსი, გავაფართოვო ჩემი პროფესიული ქსელი.
როგორ დაგეხმარა განათლების ცენტრი LEAF უნივერსიტეტში ჩაბარებაში და რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე?
LEAF განათლების ცენტრი ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში. არა მხოლოდ აპლიკაციების შევსებასა და საბუთების მოძიებაში, არამედ უნივერსიტეტების შერჩევაშიც. სწორედ მათი მხარდაჭერით შევარჩიე სწორი უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს. თუ გსურთ საზღვარგარეთ სწავლის დაწყება, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიმართოთ მათ, რადგან ისინი დაგეხმარებიან სწორი არჩევნის გაკეთებაში და მთელი პროცესის დაგეგმარებაში.
თუ თქვენც გსურთ იყოთ შემდეგი, ახლა საუკეთესო დროა მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა საჭირო ინფორმაციების მოსაგროვებლად.
განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით 5 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ ერთ სივრცეში გაიცნოთ და პირადად შეხვდეთ მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტებიც და სამომავლოდ სწორედ ისინი დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით და თქვენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ასე რომ, არ დაკარგოთ დრო და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი საერთაშორისო კარიერისკენ.
5 აპრილი
12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რაც მთავარია გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
გისურვებთ წარმატებას!