ევროპასა და მსოფლიო ასპარეზზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი Bocconi University LEAF-ის განათლების სართაშორისო გამოფენას ეწვევა.
თუ გსურს ამ სამყაროში მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილებების მთავარი მონაწილე იყო, ეს უნივერსიტეტი შენთვისაა! სწორედ ახლა შესაძლებლობა გაქვს მასთან შესახვედრად მოემზადო და ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/
როდესაც საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილებას მიიღებ და იწყებ უნივერსიტეტების შერჩევას, გინდა რომ შენი შერჩეული სასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში საპატიო ადგილს იკავებდეს, რაც ერთგვარი ვიზაც იქნება შენს სამომავლო კარიერაში და ავტომატურად ყველაზე მოთხოვნად კადრად გაქცევს დასაქმების ბაზარზე.
მაშინ როცა ზოგადად უნივერსიტეტები გამზადებენ მსოფლიოს გამოწვევების საპასუხოდ, Bocconi University გლობალური ცვლილებების განსახორციელებლად მოგამზადებს და ამ ყველაფრის მთავარ ფიგურად გადაგაქცევს.
Bocconi University მდებარეობს მილანში, იტალიაში, და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი ევროპაში. ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით, საერთაშორისო პერსპექტივით და ძლიერი კავშირებით ბიზნეს საზოგადოებასთან.
Bocconi არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის ამბიციების რეალობად ქცევის გზა.
უნივერსიტეტი დაარსდა 1902 წელს შეძლებული მილანელი მეწარმის ფერდინანდო ბოკონის მიერ, როგორც პირველი იტალიური უნივერსიტეტი, რომელმაც მიიღო ეკონომიკის ხარისხი. წლების განმავლობაში მან გააფართოვა თავისი პროგრამები და რეპუტაცია გლობალურად.
Bocconi University
მუდმივად ინარჩუნებს საპატიო და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსტეტის სტატუსს და QS university ranking-ის მიხედვით მოწინავე პოზიციებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მისი პროგრამები ძლიერი აკადემიური და პრაქტიკული ხარისხით გამოირჩება. უნივერსიტეტი ორიენტირებულია უახლესი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.
ის პარტნიორობს 270-ზე მეტ უნივერსიტეტთან მსოფლიოში და სტუდენტებს სთავაზობს უამრავ შესაძლებლობას ისწავლონ საზღვარგარეთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში ან გააგრძელონ ორმაგი ხარისხის პროგრამები პრესტიჟულ სასწავლებლებთან.
Bocconi-ის აქვს ძლიერი კავშირები ბიზნეს ინდუსტრიასთან, მისი სახელი მნიშვნელოვნად ფასობს და კარიერის გზას უხსნის კურსდამთავრებულებს. სთავაზობს სტუდენტებს მრავალრიცხოვან სტაჟირებას და სამუშაო შესაძლებლობებს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ საუკეთესო კომპანიებთან.
Bocconi -ის მთავარი კამპუსი მდებარეობს მილანის ცენტრში და აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, მათ შორის თანამედროვე საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, კომპიუტერული ლაბორატორიებით და სპორტული ობიექტებით. კამპუსი უზრუნველყოფს აქტიურ და დინამიურ გარემოს სტუდენტებისთვის.
Bocconi University-ში მიღება ბიზნესისა და ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზეა. აპლიკანტები ფასდებიან აკადემიური მოსწრების, სტანდარტიზებული ტესტის ქულების, კლასგარეშე აქტივობებისა და პირადი გასაუბრების საფუძველზე.
Bocconi -ის კურსდამთავრებულები დღეს დასაქმებულნი არიან წამყვან კომპანიებში ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარსელონა, ჰონგ კონგი, სან ფრანცისკო, მუმბაი, ბერლინი, ბრიუსელი, ლოს ანჯელესი, სტოკჰოლმი, სინგაპური და სიდნეი.
თუ გინდა შემდეგი შენ იყო, არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს.
6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც შესაძლებლობა გექნება შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს და მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დაგეხმარება ჩაბარებაში. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leafedufair.ge/
შემოთავაზებული პროგრამები:ბაკალავრიატი: € 16.500 წლიურად
- საერთაშორისო ეკონომიკა და მენეჯმენტი
- საერთაშორისო ეკონომიკა და ფინანსები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი ხელოვნების, კულტურისა და კომუნიკაციისთვის
- ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები
- ეკონომიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება
- მათემატიკური და გამოთვლითი მეცნიერებები ხელოვნური ინტელექტისთვის
- საერთაშორისო პოლიტიკა და მთავრობა
- მეცნიერება
- გლობალური სამართალი
- მსოფლიო ბაკალავრიატი ბიზნესში – პროგრამა ხორციელდება მსოფლიოს ორ პრესტიჟულ უნივერსიტეტთად ერთად: USC University of Southern California’s Marshall School of Business in Los Angeles და HKUST the Hong Kong University of Science and Technology. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამივე ქალაქში თითო წლით ისწავლონ. სწავლის საფასური: Los Angeles USD 66.640.00, Hong Kong HKD 220.000, Milan Euro 25,000
მაგისტრატურა: € 18.000 წლიურად
- საერთაშორისო მენეჯმენტი
- მარკეტინგის მენეჯმენტი
- ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი
- ფინანსები
- ეკონომიკა და მენეჯმენტი ხელოვნებაში, კულტურაში, მედიასა და გასართობ სექტორში
- მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკა და მენეჯმენტი
- ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები
- ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკონომიკა და მენეჯმენტი
- მონაცემთა მეცნიერება და ბიზნესის ანალიტიკა
- პოლიტიკა და პოლიტიკის ანალიზი
- კიბერუსაფრთხოება, სტრატეგია და მმართველობა
- ტრანსფორმაციული მდგრადობა
- ხელოვნური ინტელექტი
- მეცნიერებათა მაგისტრი
6 აპრილი, 12:00 – 17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/
- LEAF-ის ოქროს სპონსორია QS World University Rankings
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- სასმლის კაფსულების მწარმოებელი კომპანია მეამა
- კანტის აკადემია
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive