საზღვარგარეთ სწავლის გზამკვლევი

საზღვარგარეთ სწავლის გზამკვლევი: როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?

 

საზღვარგარეთ სწავლის  გადაწყვეტილება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე. სწორი უნივერსიტეტის შერჩევა მოითხოვს დეტალურ კვლევას, დაგეგმვას და მოტივაციას. 

დღეს უამრავი შესაძლებლობა არსებობს რომ სწორად მოიძიოთ საჭირო ინფორმაციები და შესაბამისადაც დაგეგმოთ საერთაშორისო კარიერის გზა.

ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა განათლების ცენტრ LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენები, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია პროგრამებისა და დაფინანსებების შესახებ და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

რა უნდა გააკეთო თუ საზღვარგარეთ გსურს სწავლა?

  1. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და პრიორიტეტები
    პირველ რიგში, დაფიქრდით, რა არის თქვენი აკადემიური და კარიერული მიზნები. უნივერსიტეტის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
  • სასწავლო პროგრამის რელევანტურობა თქვენს პროფესიულ ინტერესებთან.
  • სწავლების მეთოდოლოგია (თეორიული vs. პრაქტიკული მიდგომა).
  • უნივერსიტეტის აკადემიური რეპუტაცია და საერთაშორისო აღიარება.
  • ბიუჯეტი და ცხოვრების ხარჯები.

 

  1. ჩაატარეთ კვლევა და შეადარეთ უნივერსიტეტები
    შეისწავლეთ სხვადასხვა უნივერსიტეტები და შეადარეთ მათი პროგრამები, სწავლების სტილი და კარიერული შესაძლებლობები. გამოიყენეთ უნივერსიტეტების ოფიციალური ვებსაიტები, სტუდენტური ფორუმები და რეიტინგული პლატფორმები (QS World University  Rankings, Times Higher Education).

 

  1. შეაფასეთ გეოგრაფიული მდებარეობა სადაც უნდა იცხოვროთ
    ქვეყნის და ქალაქის არჩევა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ გამოცდილებაზე. გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
  • ცხოვრების ხარისხი და კულტურული მრავალფეროვნება.
  • კარიერული შესაძლებლობები და სტაჟირებების ხელმისაწვდომობა.
  • კლიმატი და ცხოვრების დონე.

 

  1. გაეცანით აპლიკაციის მოთხოვნებს, რომ არაფერი გამოგრჩეთ
    შეისწავლეთ უნივერსიტეტების მოთხოვნები და შეამოწმეთ აპლიკაციის ბოლო ვადები. საჭიროა:
  • აკადემიური დოკუმენტები (სკოლის/უნივერსიტეტის ნიშნების ფურცლები, სერტიფიკატები).
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები (IELTS, TOEFL).
  • სამოტივაციო წერილი და რეკომენდაციები

 

  1. გაეცანით დაფინანსების შესაძლებლობებს კონკრეტულ უნივერსიტეტში
    დაადგინეთ, რა ტიპის დაფინანსებას გთავაზობთ უნივერსიტეტი: სრული თუ ნაწილობრივი. არსებობს აკადემიურ მოსწრებაზე დაფუძნებული დაფინანსება (merid based) ან საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება (need based).
    დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და დროულად განაცხადის შეტანა.

 

განათლების ცენტრი LEAF, როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტების პარტნიორი საქართველოში,  სრულ მომსახურეობას გიწევთ საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესში. LEAF-ის აკადემიური მრჩევლები გაგიმარტივებენ ამ რთულ პროცესს და დაგეხმარებიან სწორად დაგეგმო შენი საერთაშორისო მომავალი.

რატომ უნდა მოხვიდე LEAF-ის გამოფენაზე?

  • პირდაპირი კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან
    გამოფენაზე სტუდენტებს შეუძლიათ მარტივად იპოვონ მათ ბიუჯეტსა და ინტერესებზე მორგებული უნივერსიტეტი. წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები სწავლების პირობებზე, დაფინანსებებსა და ცხოვრების ხარჯებზე, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
  • დეტალური ინფორმაციების მიღება
    უნივერსიტეტების წარმომადგენლები ხშირად აზიარებენ იმ უნარებსა და ცოდნას, რაც საჭიროა წარმატებული აპლიკაციისთვის, რაც სტუდენტებს წინასწარ დაგეგმვის საშუალებას აძლევს.
  • კონტაქტების დამყარება
    გამოფენები კარგი საშუალებაა კონტაქტების გასამყარებლად და სამომავლოდ უნივერსიტეტთან კავშირის შესაქმნელად.

სწავლის საზღვარგარეთ დაგეგმვა მოითხოვს გულმოდგინე კვლევას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. უნივერსიტეტის არჩევის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ ჩვენი მიზნები, შევაფასოთ ფინანსური შესაძლებლობები და აქტიურად გამოვიყენოთ გამოფენებში მონაწილეობის ყველა უპირატესობა. ამიტომ არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, გადადგი ნაბიჯი შენი ოცნების რეალიზებისკენ!

📆 5 აპრილი

🕛12:00 -17:00 სთ

📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა  დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/ 

 

 

  • გამოფენის ოქროს სპონსორია IE University და  ETS TOEFL, ხოლო პლატინიუმ სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:

 

  • გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia

პრესტიჟული უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისთვის

Università Cattolica del Sacro Cuore არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტი იტალიასა და მთელს ევროპაში, რომელიც 100 წელზე მეტია სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს. მისი

საზღვარგარეთ სწავლა: ახალი შესაძლებლობების გზა

საზღვარგარეთ სწავლა უამრავი ახალგაზრდისთვის კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს. განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა, საერთაშორისო გარემო და კულტურათა მრავალფეროვნება სტუდენტებს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას აძლევს, არამედ

IE University ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

თუ ხარ სტუდენტი, რომელიც ეძებს ევროპაში მაღალ დონეზე განათლების მიღების შესაძლებლობას, მაშინ IE University აუცილებლად უნდა მოხვდეს შენს სიაში. რატომ გახდა IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი