მამუკა ზოდელავა Bocconi University-ში აგრძელებს სწავლას

ყველა მსურველისთვის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გადაწყვეტილებას არაერთი გამოწვევა ახლავს თან. ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ახალი ყოველდღიურობა და ახალი მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შერჩეული ქალაქი, ქვეყანა და უნივერსიტეტი მაქსიმალურად ერგებოდეს შენს ინტერესებს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება მამუკამ და ამერიკის არაერთ უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ევროპაში, ყველასთვის საოცნებო უნივერსიტეტში იტალიაში, Bocconi University-ში გააგრძელებს.

“მე ვარ მამუკა ზოდელავა და მომავალი წლიდან ვისწავლი მილანში Bocconi University-ში, ეკონომიკასა და მენეჯმენტზე.

 აღსანიშნავია, რომ Bocconi ეკონომიკის ფაკულტეტით მსოფლიოში მე-16, ხოლო ევროპაში მე-4 ადგილზეა.

საზღვარგარეთ სწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ საერთაშორისო გარემოში, კონკრეტულად კი ევროპაში, ბევრად უფრო კარგი პერსპექტივა მექნებოდა მომავალი ცხოვრებისთვის, მომავალი კარიერისთვის და უფრო მეტი შესაძლებლობა შემექმნებოდა.

როცა დავიწყე უნივერსიტეტებზე ფიქრი სად წავსულიყავი, ძალიან ბევრი არჩევანი მქონდა, სადაც მინდოდა სწავლა და ამ არჩევანის გაკეთებაში და სრულ სააპლიკაციო პროცესში ძალიან დამახმარა განათლების ცენტრ LEAF-ის გუნდი.

აპლიკაცია გავაგზავნეთ რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის ამერიკაშიც და ჩავაბარე Bocconi, Hampshire College, Bradley University, Bucknell University, Boston University (BU) უნივერსიტეტებში. საბოლოოდ, არჩევანი შევაჩერე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელზე Bocconi-ის უნივერსიტეტზე. როგორც ჩემი აკადემიური მრჩევლისგან ვიცი, ეს უნივერსიტეტი არის ბევრი ადამიანისთვის საოცნებო სასწავლებელი. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და ვარჩევდით უნივერსიტეტებს და პროგრამებს, ვითვალისწინებდით ყველა ჩემს ინტერესსა თუ სურვილს. ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი და მნიშვნელოვნად გამიმარტივა უნივერსიტეტების არჩევისა თუ ჩაბარების პროცესი.

აკადემიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, სადაც შევიძინე აუარებელი ცოდნა და გამოცდილება. მადლობელი ვარ ამ სკოლის და ჩემი მასწავლებლების, რადგან მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში, რის შედეგადაც ამგვარი შესაძლებლობა შემექმნა.” – ამბობს მამუკა ჩვენთან საუბრისას.

უნივერსიტეტის შესაძლებლობები

Bocconi University მდებარეობს მილანში, იტალიაში და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი ევროპაში.

Bocconi არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის ამბიციების რეალობად ქცევის გზა.

Bocconi University მუდმივად ინარჩუნებს საპატიო და ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს და QS university ranking-ის მიხედვით მოწინავე პოზიციებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მისი პროგრამები ძლიერი აკადემიური და პრაქტიკული ხარისხით გამოირჩევა. უნივერსიტეტი ორიენტირებულია უახლესი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

ის პარტნიორობს 270-ზე მეტ უნივერსიტეტთან მსოფლიოში და სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ საზღვარგარეთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში ან გააგრძელონ ორმაგი ხარისხის პროგრამები პრესტიჟულ სასწავლებლებთან.

Bocconi-ის აქვს ძლიერი კავშირები ბიზნესის ინდუსტრიასთან, მისი სახელი მნიშვნელოვნად ფასობს და კარიერის გზას უხსნის კურსდამთავრებულებს. სთავაზობს სტუდენტებს მრავალრიცხოვან სტაჟირებას და სამუშაო შესაძლებლობებს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ საუკეთესო კომპანიებთან.

Bocconi-ს უნივერსიტეტთან განათლების ცენტრი LEAF თანამშრომლობს და ქართველ სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპზე ეხმარება, რომ მათი მიზნები რეალობად აქციონ.

 

 

 

როგორ ისწავლო ამერიკულ უნივერსიტეტში დაფინანსებით?

იცოდი, რომ ამერიკაში სწავლისას შეგიძლია ჯერ რამდენიმე მიმართულებას დაეუფლო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო კონკრეტულად შენი ინტერესების სპეციალობა? თუ ჯერ კიდევ ფიქრობ ამერიკაში სწავლაზე, ეს გზამკვლევი

ფრანგული ხარისხი და საერთაშორისო შესაძლებლობები

თუ ევროპაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლისთვის ეძებ ძლიერ, საერთაშორისო და ხელმისაწვდომ უნივერსიტეტს, TBS Education  (Toulouse Business School) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 1903 წელს ტულუზაში დაარსებული

ქართველი სტუდენტების გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მიზეზები მრავალფეროვანია: მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკაზე ორიენტირებული