სანდრო პოპიაშვილი University of Europe for Applied Sciences-ში აგრძელებს სწავლას

კარიერის პირველი ნაბიჯების გადადგმისას თუ სწორ ადგილას მოხვდები შენი შესაძლებლობები უსაზღვრო ხდება, მაქსიმალურად ახერხებ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და საბოლოოდ შენთვის წარმატების კარი მრავალმხრივ იხსნება. საიდან დაიწყო კარიერის შექმნა, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, როგორ უნდა შეარჩიო გარემო, რომელიც შენს განვითარებასა და შესაძლებლობებს ყველაზე სწორად მოერგება?

გაიცანით სანდრო, განათლების ცენტრ LEAF-ის კურსდამთავრებული. ის მომავალი სასწავლო წლიდან გერმანიაში ისწავლის საბაკალავრო საფეხურზე University of Europe for Applied Sciences-ში. სანდრომ უნივერსტეტში სწავლისთვის 18 150 ევროს დაფინანსებაც მოიპოვა.

“მე ვარ სანდრო პოპიაშვილი და შემდეგი სასწავლო წლიდან სწავლას გავაგრძელებ გერმანიაში, ჰამბურგში, University of Europe for Applied Sciences-ში ბიზნესსა და მენეჯმენტზე, თანაც დაფინანსებით.

გერმანიაში სწავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მაინც ევროპის ცენტრია, რაც ნიშნავს, რომ მეტი შესაძლებლობები და უფრო სერიოზული პერსპექტივები მექნება. უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ხალხს გავიცნობ, რაც საბოლოო ჯამში გადაიზრდება წარმატებაში პიროვნულ და კარიერულ ცხოვრებაში.

ბიზნესზე იმიტომ ავირჩიე სწავლა, რომ სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი სხვა რაზე უნდა მესწავლა. ამიტომ გადავწყვიტე ბაკალავრიატზე შედარებით ზოგადი მიმართულება ამერჩია, როგორიცაა ბიზნესი, რაც უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას მომცემს სამომავლოდ და შემდეგ უკვე მაგისტრატურაზე უფრო კონკრეტულ მიმართულებას ავირჩევ.

ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო სტუდენტური წლები, არ მოვიწყენ ნამდვილად, და მოლოდინები მაქვს, რომ თითოეულ ეტაპზე ჩემი პოტენციალის მაქსიმუმს გამოვავლენ. როცა გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ, კონკრეტულად კი ევროკავშირში, მჭირდებოდა ორგანიზაცია, რომელიც დამეხმარებოდა ამ ევროპულ ბიუროკრატიას შევჭიდებოდი, ამიტომ მივედი განათლების ცენტრ LEAF-ში და მათი გუნდი დამეხმარა ამ რთულ პროცესში. მათ გარეშე ეს პროცესი შეუძლებელიც კი იქნებოდა.

ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც არ იცის როგორ დაწეროს ესსები, როგორ ეკონტაქტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, როგორ დაიცვას ის ეტიკეტი, ვურჩევდი ამ შესაძლებლობის გამოყენებას. ქაუნსლერთან ერთად ვიმუშავე მთელი წლის განმავლობაში, ყველა ნაბიჯს ერთად გავდიოდით, პროცესში არაერთი დაბრკოლება გამოვიარეთ და ზოგადად როდესაც უნივერსიტეტის აპლიკაციებს ეჭიდები იქ არის სირთულეები რომლებიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, და ჩვენ ერთად საკმოდ წარმატებით გავუმკლავდით ყველა ეტაპს. როგორც ჩემი აკადემიური მრჩეველი ამბობს, საბოლოოდ ჩავაბარე და მივდივარ ისეთ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში, სადაც შევძლებ ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას და ვიქნები ამ უნივერსიტეტის იდეალური ამბასადორი ანუ უნივერსიტეტის სახელს ვატარებ ძალიან წარმატებულად.”

University of Europe for Applied Sciences არის Global University Systems-ის წევრი და ეს სტრატეგიული ალიანსი ხსნის შეუზღუდავ კარიერულ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბაზარზე. ამ უნივერსიტეტში პრაქტიკაზე ორიენტირებული გარემოა საერთაშორისო თეორიული მოთხოვნებისა და პრაქტიკული განხორციელების თანმიმდევრული კომბინაციით, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისთვის უნიკალური პროფილის შექმნას. სასწავლო გარემოში ერთიანდება კრეატიულობა, ციფრული აზროვნება და სამეწარმეო აქტივობები, რაც არღვევს ტრადიციულ აკადემიურ ჩარჩოს და გთავაზობთ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ხარისხს, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ განვითარებას.

უნივერსიტეტის სტუდენტთა რიცხვს ამჯერად კიდევ ერთი ქართველი შეურთდა და სამომავლოდ, ვიმედოვნებთ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,

როგორ მიიღო ამერიკული განათლება ბიუჯეტურად ევროპაში

უპირატესობები: თუ ამერიკული განათლებაა შენთვის პრიორიტეტული და უკვე მოკვლევაც გააკეთე, გეცოდინება რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, კარგი ამბავი ისაა რომ, ფინანსები ბარიერი სულაც