პროფესიის არჩევა
თუ პროფესიის შერჩევის დროს, ჩვენი ცხოვრების სტილს გავითვალისწინებთ, მომავალი საქმიანობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება.
თუ მოგწონს მოგზაურობა, გხიბლავს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, წვეულებებისა და დიდი ღონისძიებების ორგანიზება, Luxury ბრენდებთან ურთიერთობა და გინდა ეს ყველაფერი შენი ცხოვრების სტილი იყოს, Hospitality იგივე სტუმარმასპინძლობის მიმართულება სწორედ ის ინდუსტრიაა, რომელსაც შენი სამომავლო კარიერა უნდა დაუკავშირო. ამ სფეროში განათლების მიღება დაგეხმარება შენთვის საინტერესო მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
რას მოიცავს ეს სფერო, სად შეძლებ დასაქმებას და რა უპირატესობა აქვს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას?
Hospitality განსაკუთრებით მზარდი ინდუსტრიაა, გამოირჩევა მრავალფეროვანი მიმართულებებით და სხვადასხვა სამუშაო შესაძლებლობას გთავაზობს, სადაც სულ მოთხოვნადია კვალიფიციური კადრები, არა მარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოშიც. მით უმეტეს, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ პრაქტიკები და სტაჟირებები მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აქ დიდი შანსია იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება, რაც პროფესიასთან ერთად საყვარელ საქმიანობადაც იქცევა.
Hospitality პროფესია
Hospitality მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, მათ შორის სასტუმროებს, რესტორნებს, ღონისძიებების მენეჯმენტს, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მომსახურებას. ეს მრავალფეროვნება მოგცემს საშუალებას ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დაეუფლო სხვადასხვა საქმიანობას და იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული მიმართულება. პრაქტიკები და ანაზღაურებადი სტაჟირებები უზრუნველყოფს შენს მომზადებას სამუშაო ბაზრისთვის.
კურსდამთავრებულებს უადვილდებათ საზღვარგარეთ დასაქმება, რადგან უნივერსიტეტებს მსოფლიო მასშტაბით ჰყავთ ინდუსტრიის ლიდერი საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები. ასე, რომ შანსი გაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდე და იმუშაო მრავალფეროვან გარემოსა და განსხვავებულ კულტურებში.
სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულ, მენეჯერულ და სამეწარმეო უნარებს დაეუფლონ.
უნივერსიტეტების სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, რაც მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას, სადაც სტუდენტს აქვს შანსი იმუშაოს რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე.
6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.
ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leafedufair.ge/
მანამდე გაეცანი უნივერსიტეტებს, სადაც შეგიძლია Hospitality მიმართულებით მიიღო განათლება, და დაგეგმე მათთან პირისპირ შეხვედრა:
-
შენი წარმატებული კარიერის ვიზა
ერთ-ერთი ასეთია ყველასთვის ცნობილი Les Roches უნივერსიტეტი კამპუსებით შვეიცარიასა და ესპანეთში, აქ სწავლის შემდეგ შეგიძლია დასაქმდე ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Marriott, Qatar Airways, Booking.com, Accor Hotels, Four seasons, The Ritz-Carlton, Jumeirah, Hublot, LV, Tesla, და ა.შ.
სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას.
-
სამეწარმეო უნარები Hospitality სფეროში
Glion Institute of Higher Education შვეიცარიაში, უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო პარტნიორობა საერთაშორისო სასტუმრო, Luxury და ღონისძიებების სექტორში მომუშავე წამყვან ბრენდებთან. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირებები ამ კომპანიებში. აქ შეძლებთ შეისწავლოთ Hospitality ინდუსტრიის მართვის ყველა საფეხური და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება პარტნიორ კომპანიებში. Glion-ის უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება მეწარმეობა და ინოვაციებია.
-
ფრანგული კულინარია
École Ducasse საფრანგეთში მდებარე უნივერსიტეტია, თუ კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნება გაინტერესებს, აქ გასწავლიან როგორ იფუნქციონირო კონკურენტულ გარემოში, მართო მიწოდებისა და მოთხოვნის ოპერაციები, შექმნა და შესთავაზო კულინარიული მომსახურება კონკრეტული შეზღუდვების ფარგლებში, როგორიცაა ბიუჯეტი, კონცეფცია, პროდუქტები, სეზონურობა.
-
შვეიცარიული პრაქტიკული სწავლება და შესანიშნავი ინდუსტრიული კონტაქტები:
International Management Institute Switzerland შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი Hospitality მიმართულებით, QS University Ranking-ის მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო ადგილით. გამოირჩევა პერსონალიზებული სამუშაო ადგილებით და დამსაქმებელთა გლობალური ქსელით, რომელიც გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებებს და კარიერის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
-
სასწავლო ტრანსფერის შესაძლებლობა 4 ქვეყანაში:
Schiller International University აქვს სასწავლო კამპუსები ესპანეთში (მადრიდი), გერმანიაში (ჰაიდელბერგი), საფრანგეთსა (პარიზი) და აშშ-ში (ტამპა ბეი, ფლორიდა) და შესაძლებლობა გექნება აირჩიო და სასწავლო ტრანსფერი განახორციელო შენთვის სასურველ ქვეყანასა და კამპუსში. უნივერსიტეტი შანსს გაძლევს მოიპოვო მნიშვნელოვანი დაფინანსება და მიიღო აკრედიტებული ორმაგი ხარისხი (აშშ და ევროპული).
-
პრაქტიკები სიმულაციურ ლაბორატორიებში:
Turiba University პირველი კერძო უნივერსიტეტი ლატვიაში, რიგაში, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებაზე, პროფესორები გამოცდილი ექსპერტები არიან თავიან სფეროებში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შეხედულებები და ინდუსტრიის ცოდნა შემოაქვთ სალექციო აუდიტორიებში. ბევრი პროგრამა მოიცავს სტაჟირებას, პრაქტიკულ პროექტებს და სიმულაციებს რეალურ სამყაროში გამოცდილების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა ტურისტული ლაბორატორიები სტუმარმასპინძლობის სტუდენტებისთვის.
-
თანამშრომლობა და კავშირები ინდუსტრიასთან:
Modul University Vienna კერძო უნივერსიტეტია ვენაში, ავსტრიაში, სპეციალიზებული ტურიზმის, მეწარმეობისა და მარკეტინგის მიმართულებით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი კავშირები ტურიზმისა და ბიზნესის ინდუსტრიასთან, თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან, რათა სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული გამოცდილება, სტაჟირების შესაძლებლობები და ინდუსტრიის უახლესი გამოწვევები.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:
6 აპრილი, 12:00 – 17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- კანტის აკადემია
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive