როგორ ისწავლო საზღვარგარეთ – გზამკვლევი

ალბათ ბოლო პერიოდში შეგხვედრია პოსტები ქართველებზე, რომლებიც საოცარი შედეგებით აბარებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. თუ გიფიქრია “ნეტავ მეც შემეძლოსო”, აქვე გეტყვით რომ ნამდვილად შეგიძლია თან, იმასაც გეტყვით – როგორ.

დღეს ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარება აღარ წარმოადგენს მიუწვდომელ ოცნებას და შესაძლებელია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით. უკვე წლებია არაერთი ქართველი სტუდენტი აგრძელებს წარმატებით სწავლას და მათი დიდი ნაწილი სასწავლო დაფინანსებებით.

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

ეს ადგილი, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაა. აქ შეძლებ ერთ სივრცეში გაიცნო და პირადად შეხვდე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღო ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარება არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ადამიანები კი, LEAF-ის აკადემიური მრჩეველები არიან. ყოველწლიურად საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ასობით აპლიკანტს განათლების ცენტ LEAF-ის college counseling-ის პროგრამა ეხმარება სასურველი უნივერსიტეტის მოძიებასა და სააპლიკაციო პროცესში. მათი სტუდენტები ევროპის და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ირიცხებიან 50, 70 და 100%-იანი დაფინანსებებითაც კი. გასულ წელს LEAF-ის სტუდენტთა მოპოვებულმა დაფინანსებებმა 2 000 000 დოლარს გადააჭარბა.

თუმცა, სანამ გამოფენას ესტუმრები, გაგიზიარებთ რა უნდა გაითვალისწინო და რა ნაბიჯების გავლა დაგჭირდება:

შენი შესაძლებლობების ანალიზი:

სწორად უნდა განისაზღვროს შენი ინტერესები, აკადემიური მოსწრება და ფინანსები.

მნიშვნელოვანია, იცოდე რა არის შენთვის საინტერესო სფერო და რისი კეთება გსიამოვნებს.

რამდენად შეესაბამება შენი აკადემიური მოსწრება (GPA) და შენი განხორციელებული აქტივობები შენს მიზნებს, როგორია შენი ინგლისური ენის დონე, რისი დამადასტურებელი სერტიფიკატიც (IELTS / TOEFL) აუცილებლად დაგჭირდება. და ბოლოს, რა არის ის მაქსიმუმი ფინანსები, რისი გაღებაც შეგიძლია საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის.

სწორი, ანუ შენზე მორგებული პროგრამისა და უნივერსიტეტის შერჩევა:

შენს წარმატებულ სტუდენტობას და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული პროგრამა. რომელ უნივერსიტეტში ასწავლიან შენთვის საინტერესო მიმართულებას ყველაზე წარმატებული პროფესორები? შერჩეული უნივერსიტეტი რომელ კომპანიებთან თანამშრომლობს, სადაც სტაჟირების და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გექნება. თანამედროვე ბაზარზე ბევრი ახალი პროფესია გაჩნდა, ამიტომ ბაკალავრიატსა თუ მაგისტრატურაზე პროგრამის შერჩევისას ბევრი სიახლე შეგხვდება.
კარგად უნდა გაეცნო პროგრამების შინაარსს, რომ შენს მოთხოვნებს ემთხვეოდეს.

ქვეყნის შერჩევა მოთხოვნების შესაბამისად:

უნივერსიტეტის შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკაციის გათვალისწინებაც. პირველ რიგში ბიუჯეტიდან გამომდინარე, ზოგ ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით უფრო ბიუჯეტურია. ზოგ პროფესიულ მიმართულებას კი სწორედ ლოკაციის უპირატესობა აქვს, რადგან კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები სწორედ იმ ქვეყანაში პოზიციონირებენ.

ასევე უნდა გაითვალისწინო, შენი ხასიათი. მაგალითად, თუ სოციალიზაცია და გართობის მრავალფეროვნება შენთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად უნდა აირჩიო ქვეყანა კულტურის მიხედვით.
არ დაგავიწყდეს რომ მხოლოდ სწავლა არ არის მნიშვნელოვანი, ამ წლების განმავლობაში ბედნიერი უნდა იყო და ბევრი საჭირო კონტაქტიც დაამყარო.

სააპლიკაციო პროცესი და უნივერსიტეტის მოთხოვნები:

უნივერსიტეტების შერჩევისას გასათვალისწინებელია მათი მოთხოვნები. არის გარკვეული დოკუმენტები, რაც საბაზისოდ ყველგან აუცილებელი მოთხოვნაა (მაგალითად: ენის სერტიფიკატი, სკოლის ან უნივერსიტეტის ნიშნები, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები). მაგრამ ზოგი უნივერსიტეტისთვის ემატება სხვადასხვა თემატიკის ესსები, ინტერვიუები, განხორციელებული აქტივობები და ა.შ.

რამდენ პროგრამაზეც გადაწყვეტ განაცხადის გაგზავნას, ყველას ინდივიდუალურად და შესაბამისად უნდა მოერგო, რაშიც ძალიან გამოგადგება ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების დახმარება.

როგორ გაამარტივო უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი?

ყველა ეტაპზე უამრავი კითხვა გაგიჩნდება და ინფორმაციის მოძებნაც არც თუ ისე მარტივია. ხშირად დაგჭირდება უნივერსიტეტებთან დაკავშირებაც, თუმცა ხშირად ძალიან გვიან გამოდიან კონტაქტზე.

საბედნიეროდ არსებობს განათლების ცენტი LEAF, სადაც უკვე 15 წელზე მეტია საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს ეხმარებიან უნივერსიტეტში ჩაბარებასა და დაფინანსებების მოპოვებაში.

ისინი მსოფლიოს მასშტაბით ასობით უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები არიან საქართველოში და უნივერსიტეტებთან შენს პირად კონსულტაციებსაც უზრუნველყოფენ.

სწორედ ახლა 5 ოქტომბერს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტები და სწორედ მათგან გაიგებ რა ეტაპებია გასავლელი საზღვარგარეთ სწავლისთვის და რა დოკუმენტები გჭირდება, როგორ უნდა შეარჩიოთ ქვეყანა, უნივერსიტეტი, პროგრამა ან ზაფხულის/ზამთრის ბანაკები. ასევე, რა შესაძლებლობები არსებობს დაფინანსების მოპოვებისთვის. LEAF-ში დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით, და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.

აღარ დაელოდო შესაძლებლობების გამოჩენას, თავად შექმენი ისინი და გადადგი ნაბიჯი შენი ოცნების რეალიზებისკენ!

  • 5 ოქტომბერი
  • 12:00 -17:00 სთ
  • თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/registration/

აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება? როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან

როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის,

როგორ მიიღო ამერიკული განათლება ბიუჯეტურად ევროპაში

უპირატესობები: თუ ამერიკული განათლებაა შენთვის პრიორიტეტული და უკვე მოკვლევაც გააკეთე, გეცოდინება რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, კარგი ამბავი ისაა რომ, ფინანსები ბარიერი სულაც