აღმოაჩინე შენი მომავალი დანიაში

როგორ გახდე ანტრეპრენერი? როგორ აქციო შენი იდეა რეალურ პროექტად? როგორ შექმნა და აწარმოო? სად შეგიძლია მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება?

როგორ შეარჩიო უნივერსიტეტი ან სასწავლო ქვეყანა, სადაც ისეთ ცოდნას მიიღებ, რაც შენი გეგმების რეალიზებისთვის დაგეხმარება?

University of Southern Denmark (SDU) გთავაზობს შანსს ითანამშრომლო წამყვან კომპანიებთან და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება!


სწორად შერჩეული უნივერსიტეტის მნიშვნელობა

SDU-ს სტუდენტები ინოვატორები არიან, რომლებიც სწავლობენ მეწარმეობას, ბიზნესის მართვას და სტარტაპების შექმნას სწავლის პარალელურად. თანამშრომლობენ გამოცდილ ენტრეპრენერებთან და სტარტაპებთან, რაც მათ აძლევს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შანსს.

უნიკალური პრაქტიკული პროგრამები, სტაჟირებები და წამყვან ინდუსტრიებთან თანამშრომლობა დაგეხმარება კარიერის პირველივე ნაბიჯებზე, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, ინჟინერია, ჯანდაცვა და სოციალური მეცნიერებები. ეს პრაქტიკული შესაძლებლობები ზრდის შენს შანსებს კარიერის დაწყებისას!

ამიტომ სწორად შეარჩიე უნივერსიტეტი, რომელიც გზას გაგიხსნის წარმატებული მომავლისკენ.

University of Southern Denmark-ში სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ 5 ოქტომბერს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც პირადად მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან. კონსულტაცია უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/registration/

SDU გამოირჩევა სტუდენტებისთვის მეწარმეობისა და ბიზნესის ინოვაციური პროგრამებით. აქ შეგიძლია ჯერ კიდევ სტუდენტობისას შექმნა სტარტაპები, ითანამშრომლო გამოცდილ მეწარმეებთან და მიიღო რეალური გამოცდილება.

წარმოიდგინე, სწავლობ დანიაში, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში შუაგულ ევროპაში, სადაც განათლების სისტემა, ინოვაციები და ხარისხიანი ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. SDU-ს სტუდენტური ცხოვრება სავსეა ღონისძიებებით, აქტივობებით და კარიერული მხარდაჭერის სერვისებით. აქ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იძენ, არამედ რეალურად იწყებ პირველ ნაბიჯებს სამუშაო ბაზარზე. რა იქნება უფრო მამოტივირებელი, ვიდრე ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც ხელს გიწყობს, დასაქმდე სწავლის დროს ან უნივერსიტეტის დასრულებისთანავე?

გაინტერესებს მეტი? მოდი და გაიგე ყველა საჭირო ინფორმაცია 5 ოქტომბერს LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენაზე! შეხვდი SDU-ს წარმომადგენლებს პირადად, გაიგე მეტი პროგრამებზე, სტიპენდიებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე. რეგისტრაცია და კონსულტაცია უფასოა: https://leaf.ge/registration/

ნუ გაუშვებ შანსს ხელიდან – შენი მომავალი იწყება დღეს!

გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark

 

საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა და დაფინანსება

 როგორ ჩააბარო საერთაშორისო უნივერსიტეტში და მოიპოვო დაფინანსება? იტალია, გერმანია, ესპანეთი, ამერიკა, ბრიტანეთი… რომელ ქვეყანაში ისურვებდი სწავლას და ცხოვრებას? რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი რის მიხედვითაც

IE University – ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი

IE University – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი აკადემიური ბრწყინვალება, მაღალი ხარისხის პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები და ძლიერი კარიერული პერსპექტივები – სწორედ ესაა

როგორ ისწავლო ევროპაში ბიუჯეტურად?

როგორ ისწავლო ევროპაში ბიუჯეტურად? თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს და დიდი ბიუჯეტი არ გაქვს, არსებობს ისეთი უნივერსიტეტები ევროპაში, სადაც სწავლა 6 – 7 ათას ევრომდეა წლიურად