როგორ გახდე წარმატებული დიზაინერი?

თუ კრეატიული ინდუსტრია, მოდა და დიზაინი გხიბლავს, ამ სფეროში კარიერის შექმნა სულ უფრო რეალური ხდება. დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტი იტალიიდან, Domus Academy, 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის, რომ შენთვის კარიერული შესაძლებლობები და სწავლის გზები გაგაცნოს.

რატომ არის სწორი უნივერსიტეტის შერჩევა ასე მნიშვნელოვანი?


ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით სწავლის დაწყება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში შენი წარმატებული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა, უნივერსიტეტების დიდი არჩევანი ხშირად გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. როგორ უნდა აირჩიო უნივერსიტეტი, რომელიც შენს ინტერესებს, მიზნებს და ბიუჯეტს საუკეთესოდ შეესაბამება?

გაეცანი დეტალებს პირადად!
5 ოქტომბერს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, შეგიძლია პირადად შეხვდე Domus Academy-ის წარმომადგენლებს. კონსულტაცია უფასოა! უბრალოდ დარეგისტრირდი აქ და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სწავლის, მიღების პროცესის და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

რა შესაძლებლობები გელოდება Domus Academy-ში?
Domus Academy, რომელიც მილანშია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინის სკოლად არის აღიარებული. ის გთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით. აქ სწავლა არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას მოგცემს, არამედ პრაქტიკული პროექტების, სტაჟირებებისა და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობასაც.
შანსი გექნება დაესწრო მასტერკლასებს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან და დაამყარო კავშირები, რომლებიც შენს კარიერულ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Domus Academy-ის შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

  • Design Innovation (2 წელი)
  • Interior & Living Design (1 წელი)
  • Product Design (1 წელი)
  • Urban Vision & Architectural Design (1 წელი)

დაიწყე შენი მომავალი ახლა!
თუ მიზნად გაქვს საკუთარი ბრენდის შექმნა ან გინდა მსოფლიო დონეზე წამყვან კომპანიებში წვლილი შეიტანო, პირველ ნაბიჯებს Domus Academy-ში უნდა გადადგა. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება, მოითხოვს ინოვაციურ ხედვასა და კრეატიულობის საზღვრების გადალახვას.

არ გამოტოვო ეს შანსი!
5 ოქტომბერი
12:00 – 17:00
The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია უფასოა – დარეგისტრირდი https://leaf.ge/registration/

Domus Academy განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორია, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების ყველა ეტაპზე LEAF-ის აკადემიური მრჩევლები დაგეხმარებიან.

გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark

სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook

 

IED Milano-ს ქართველ პროფესორთან შეხვედრა

IED არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია კრეატიულ სფეროში. IED გთავაზობთ აკადემიურ პროგრამებს ხელოვნების, დიზაინის, მოდის, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით კამპუსებით იტალიაში,

დიზაინის ახალი საბაკალავრო პროგრამები Domus Academy-ში

თუ დიზაინისა და მოდის ინდუსტრიაში კარიერის შექმნა გსურს და იტალიური ცხოვრება შენი ოცნებების ნაწილია — ეს შესაძლებლობა შენთვისაა! DOMUS ACADEMY ახლა უკვე ბაკალავრიატის პროგრამებსაც გთავაზობთ!

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.