როგორ ისწავლო საზღვარგარეთ – გზამკვლევი და რჩევები გიორგი ჩავლეიშვილისგან
დღეს ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარება აღარ წარმოადგენს მიუწვდომელ ოცნებას და შესაძლებელია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით. უკვე წლებია არაერთი ქართველი სტუდენტი აგრძელებს წარმატებით სწავლას და მათი დიდი ნაწილი სასწავლო დაფინანსებებით.
როგორია საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის პროცესი განათლების ცენტრი LEAF-ის დამფუძნებელი გიორგი ჩავლეიშვილი გვესაუბრება.
გიორგის ამერიკაში აქვს განათლება მიღებული, რაც გახდა ინსპირაცია, რომ შეექმნა განათლების ცენტრი LEAF და დახმარებოდა ახალგაზრდებს წარმატებით გაეგრძელებინათ სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მისი პორტფოლიო ასობით წარმატებულ აპლიკანტს ითვლის, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას.
რა უნდა გაითვალისწინოს სტუდენტმა თუ სურს საზღვარგარეთ სწავლა?
პირველ რიგში, სწორად უნდა განისაზღვროს ინტერესები, აკადემიური მოსწრება და ფინანსები.
მნიშვნელოვანია, იცოდეს რა არის მისთვის საინტერესო სფერო და რისი კეთება სიამოვნებს.
რამდენად შეესაბამება აკადემიური მოსწრება (GPA) და განხორციელებული აქტივობები მის მიზნებს, როგორია ინგლისური ენის დონე, რისი დამადასტურებელი სერტიფიკატიც (IELTS / TOEFL) აუცილებლად დასჭირდება. და ბოლოს, რა არის ის მაქსიმალური ბიუჯეტი, რისი გაღებაც შეუძლიათ საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის.
როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის საუკეთესო უნივერსიტეტი?
წარმატებულ სტუდენტობას და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული უნივერსიტეტი, ქვეყანა და ქალაქიც. კარგად უნდა დავფიქრდეთ რა მოთხოვნები, ინტერესები და სამომავლო გეგმები გვაქვს და რამდენად თანხვედრაშია ეს ყოველივე შერჩეულ უნივერსიტეტთან.
როგორი ტიპის საჭმელი, ამინდი და გართობა მოგვწონს ამ დეტალებზე ფიქრიც მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სწავლასთან ერთად ვირჩევთ ადგილს, სადაც ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ოთხი წელი უნდა გავატაროთ. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ უნდა ავირჩიოთ ისეთი უნივერსიტეტები, რომლის სასწავლო სისტემა, სტუდენტური ცხოვრება და დასაქმების პერსპექტივები შეესაბამება ჩვენს სურვილებს.
როგორია საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესი?
საუნივერსიტეტო აპლიკაციების პროცესში სტუდენტები ბევრ სირთულეს აწყდებიან, რის გამოც აჩერებენ პროცესს, არადა შესაძლებელია ამ საქმის სპეციალისტების დახმარებით ყველანაირი სტრესის და ნერვიულობის გარეშე მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. არსებობენ ადამიანები LEAF-ის აკადემიური მრჩევლები, რომლებიც ყოველწლიურად საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ასობით აპლიკანტს ეხმარებიან სასურველი უნივერსიტეტის მოძიებასა და სააპლიკაციო პროცესში.
მათი სტუდენტები ევროპის და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ირიცხებიან 50, 70 და 100%-იანი დაფინანსებებითაც კი. გასულ წელს LEAF-ის სტუდენტთა მოპოვებულმა დაფინანსებებმა 2 000 000 დოლარს გადააჭარბა.
როდესაც მუშაობ აკადემიურ მრჩეველთან ერთად, წინასწარ იცი რა ნაბიჯები უნდა გადადგა, სწორი მოლოდინები გექმნება და უნივერსიტეტების მოკვლევაც გაცილებით მარტივია.
როგორ ეხმარება LEAF სტუდენტებს სწორი უნივერსიტეტის შერჩევაში?
პირველ რიგში ვეცნობით სტუდენტებს, ვიგებთ მათ ინტერესებს, მოთხოვნებს, ვეცნობით მათ აკადემიურ მონაცემებს და ფინანსურ შესაძლებლობებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგება აპლიკანტის პროფილი და ვიწყებთ მისთვის საუკეთესო უნივერსიტეტების ძებნას ათასობით უნივერსიტეტს შორის. შემდეგ ერთად ვათანხმებთ უნივერსიტეტების საბოლოო სიას და ვიწყებთ სააპლიკაციო პროცესს უნივერსიტეტების მოთხოვნების მიხედვით. ვიცავთ დედლაინებს, რომელსაც ამონიტორინგებს აკადემიური მრჩეველი და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისას ხაზზე გვყავს უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
რა სახის დაფინანსებები არსებობს?
არსებობს რამდენიმე სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა, რაც მოიცავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების დაფარვას. ასეთებია: Chevening დიდ ბრიტანეთში და Fullbright ამერიკაში მაგისტრატურისთვის, ასევე Hungaricum-ის სტიპენდია უნგრეთში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
დაფინანსება არის ორი ტიპის დამსახურებაზე დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.
დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას.
საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება ბანკის ცნობებით და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.
სწავლის დაფინანსებას წყვეტს უნივერსიტეტი იმ წელს შესული განაცხადების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება სასწავლო პროგრამას და ცხოვრების ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის კი ერთიანად მოიაზრება ხარჯები.
როგორ უნდა განსაზღვრონ სტუდენტებმა სწავლისთვის შესაფერისი ქვეყანა?
უნივერსიტეტის შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკაციის გათვალისწინებაც. პირველ რიგში ბიუჯეტიდან გამომდინარე, ზოგ ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით უფრო ბიუჯეტურია. ზოგ პროფესიულ მიმართულებას კი სწორედ ლოკაციის უპირატესობა აქვს, რადგან კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები სწორედ იმ ქვეყანაში პოზიციონირებენ.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ ხასიათი. მაგალითად, თუ სოციალიზაცია და გართობის მრავალფეროვნება თქვენთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად უნდა აირჩიოთ ქვეყანა კულტურის მიხედვით.
არ დაგავიწყდეთ რომ მხოლოდ სწავლა არ არის მნიშვნელოვანი, ამ წლების განმავლობაში ბედნიერი უნდა იყოთ და ბევრი საჭირო კონტაქტიც დაამყაროთ.
რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის?
მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც მათ ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება, რომ სწორად მიიღონ გადაწყვეტილებები.
განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით სწორედ ახლა 5 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ ერთ სივრცეში გაიცნოთ და პირადად შეხვდეთ მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
განათლების ცენტრი LEAF მთელი მსოფლიოდან 300-მდე უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორია და გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტებიც და სწორედ მათგან გაიგებთ რა ეტაპებია გასავლელი საზღვარგარეთ სწავლისთვის და რა დოკუმენტები გჭირდებათ, როგორ უნდა შეარჩიოთ ქვეყანა, უნივერსიტეტი, პროგრამა ან ზაფხულის/ზამთრის ბანაკები. ასევე, რა შესაძლებლობები არსებობს დაფინანსების მოპოვებისთვის. LEAF-ში დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით, და თქვენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ასე რომ გირჩევთ არ დაკარგოთ დრო და გადადგათ პირველი ნაბიჯი ოცნებების რეალიზებისკენ!
📆 5 აპრილი
🕛12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რაც მთავარია, გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო და შეუძლია ყველას. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
გისურვებთ წარმატებას!
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- გამოფენის ოქროს სპონსორია IE University და ETS TOEFL.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ინგლისური ენის ცენტრი ბექას სკოლა
- კანტის აკადემია
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook
- გამოფენის ფარგლებში პროექტის პარტნიორი და ოფიციალური გადამყვანია CARWIZ Georgia